არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარე, ემილიანო მარტინესი ,,საერთაშორისო სუპერთასის” ჩატარების იდეას გამოეხმაურა, რომელშიც ერთმანეთს კოპა ამერიკისა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები უნდა შეხვდნენ: ,,ამ მატჩის ჩატარებას ვისურვებდი: ევროპის ჩემპიონი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის წინააღმდეგ – ეს დაუჯერებელი იქნებოდა. ბევრი ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, საუკეთესო ტურნირია. ამბობენ, რომ იქ საუკეთესო ნაკრებები თამაშობენ. ამით გაკვირვებული ვარ, ყველამ […]