ემილიანო სალას საკუთარი ძაღლი სახლის კართან ელოდება (ფოტო)
ემილიანო სალას ძაღლი პატრონს სახლის კართან ელოდება. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო სალას დამ, რომანია სალამ Facebook-ზე გამოაქვეყნა. სალას ძაღლს ნალა ჰქვია. ემილიანო სალას დამ სოციალურ ქსელში ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “ნალაც გელოდება” შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალას თვითმფრინავი და მისი გვამი რამდენიმე დღის წინ წყლის ქვეშ აღმოაჩინეს.
ცნობილია, თუ რატომ დაბრუნდა ემილიანო სალა ნანტში
28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი საფრანგეთიდან უელსში, კერძოდ კი კარდიფში მიემგზავრებოდა, რა დროსაც მისი თვითმფრინავი გაუჩინარდა და ჯერ-ჯერობით უცნობია მისი ადგილსამყოფელი, თუმცა წინასწარი მონაცემებით და ვარაუდით თვითმფრინავი ჩამოვარდნილია და ოფიციალურად დადასტურდა, რომ ემილიანო სალა შიგნით იჯდა. რამდენიმე საათის წინ კი ცნობილი გახდა მიზეზი, თუ რატომ დაბრუნდა კარდიფის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი – ემილიანო სალა უელსიდან ნანტში […]
უეფას დასაფასებელი საქციელი!
უეფამ დაადასტურა რომ, ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის ყველა თამაში დაიწყება წუთიერი დუმილით ემილიანო სალას საპავტიცემულოდ. შეგასენებთ რომ, ევრო ტურნირებს 21:55-ზე გახსნის ევროპა ლიგის მატჩი ფენებახჩე-ზენიტი, ხოლო 23:59-ზე კი ჩემპიონთა ლიგა აიღებს სტარტს. As a mark of respect to the life of Emiliano Sala, a minute's silence will be held at all @ChampionsLeague and @EuropaLeague […]
ემიალიანო სალას მამის ემოციური განცხადება
სამძებრო-სამაშველო გემმა თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინა, რომლითაც ემილიანო სალა კარდიფში ბრუნდებოდა. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის აღმოჩენის მიუხედავად, ემილიანო სალასა და პილოტის, დეივ იბოტსონის ცხედრები ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ემოციური განცხადება გააკეთა ემილიანო სალას მამამ. “აგონიაში ვარ. ჯერ კიდევ არ მჯერა! ეს არის ყველაზე საშინელი კოშმარი”, – აღნიშნა ჰორაციო სალამ
ემილიანო სალას ყველა გოლი 2018/19 წლების სეზონში (ვიდეო)
კარდიფი – ბორნმუთის თამაშის დაწყებამდე ემილიანო სალას პატივი მიაგეს (ვიდეო)
მესი ემილიანო სალას ძებნის გაგრძელების მხარდამჭერ კამპანიაში ჩაერთო (ფოტო)
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, Instagram-ზე პოსტი განათავსა, რომელშიც ემილიანო სალას ოჯახს თანადგომა გამოუცხადა და ფეხბურთელის ძებნის გაგრძელების მხარდამჭერ კამპანიაში ჩაერთო.
ემილიანო სალა – საფეხბურთო სამყარო სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას ითხოვს (ფოტო/ვიდეო)
ბრიტანელმა სამარდალდამცველებმა გაუჩინარებული თვითმფრინავისა და ემილიანო სალას სამძებრო სამუშაოები შეწყვიტეს. ქალაქ გერნსის პოლიციამ 3 დღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, ოპერაცია შეწყვიტა. ემილიანო სალას ოჯახის წევრები და საფეხბურთო კლუბი “ნანტი” სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას ითხოვს. გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებას, საფეხბურთო სამყაროს არაერთი ვარსკვლავი გამოეხმაურა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტებში, ვარსკვლავები თანადგომას უცხადებენ სალას ოჯახის წევრებს და ძებნის გაგრძელებას ითხოვენ.
ემილაინო სალა არგენტინაში გადაასვენეს!
ემილიანო სალა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში გადაასვენეს. შაბათს კი მისი დაკრძალვა მოხდება მის მშობლიურ ქალაქ პროგრესოში. სალას ცხედარი გადაასვენეს სანტა-ფეს რეგიონში, ჩრდილო-აღმოსავლეთ არგენტინაში და საიდანაც მოხდება მისი გადასვენება მის მშობლიურ ქალაქ პროგრესოში. “კარდიფის” მთავარი მწვრთნელი ნილ უორნოკი და აღმასრულებელი დირექტორი კენ ჩო არგენტინაში ჩავლენ და დაკრძალვას დაესწრებიან. 28 წლის ემილიანოს სახალხო პანაშვიდს გადაუხდიან და რამდენიმე […]
ემილიანო სალასთან დაკავშირებული ამბის გამო სადიციპლინო კომიტეტმა ნანტი დასაჯა
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადიციპლინო კომიტეტმა “ნანტი” 21.000 ევროს ოდენობის თანხით დააჯარიმა. “ნანტის” შეხვედრის დროს, ფრანგული გუნდის გულშემატკივრებმა ემილიანო სალას ბანერი გადმოფინეს და პიროტექნიკა გამოიყენეს. “ნანტი” სწორედ გამოყენებული პიროტექნიკის გამო დაისაჯა. აღსანიშნავია რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მსგავსი ქმედებისათვის “ნანტი” 30 იანვარსაც დააჯარიმა. სწორედ ამ დღეს “ნანტმა” ემილიანო სალას გაუჩინარების შემდეგ პირველი შეხვედრა გამართა.
ემილიანო სალა 1990-2019
ბრიტანელი სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაშველების მიერ წყლიდან ამოყვანილი ცხედარი ემილიანო სალას ეკუთვნის. დორსეტის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობეს ემილიანო სალას ოჯახს. “პორტლენდის პორტში 2019 წლის 7 თებერვალს გადმოსვენებული ცხედარი იდენტიფიცირებულია. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ დადასტურდა, რომ მაშველებმა წყლიდან ემილიანო სალას ცხედარი ამოიყვანეს.” “ემილიანო სალასა და პილოტის, დევიდ იბოტსონის ოჯახის წევრებს უკვე ეცნობათ […]
იანვრის ტოპ-10 ტრანსფერი
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე შესაძლოა კვლავ განხორციელდეს რამდენიმე გახმაურებული ტრანსფერი. ევროპული ფეხბურთის გრანდებმა, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საკმაოდ საინტერესო გარიგებები განახორციელეს. გთავაზობთ იანვარში განხორციელებულ ტოპ-10 ტრანსფერს: 10) ბრაჰიმ დიაზი, “მანჩესტერ სიტი” – “რეალი” (£15.5 მილიონი)