დღეს, სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,ემპოლის” ესტუმრება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 26-ე შეხვედრას ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია. 23 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 62 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. […]