მერსისაიდული გრანდის განაპირა მცველი, “ლივერპულის” მეკარის პერფორმანსით აღფრთოვანდა. ენდი რობერტსონის მტკიცებით, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ალისონმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ფენომენალური სეზონი გენიალურად დააგვირგვინა. “ის ნამდვილი კაცია. ალისონის “ლივერპულში” გადმოსვლის შემდეგ, მის შესახებ ბევრი საუბრობდა და იგი დიდ წნეხში იყო მოქცეული – თუმცა ფენომენალური ასპარეზობით მან დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის მეკარეა.” “ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ტოტენჰემის” წინააღმდეგ […]