ენდი რობერტსონი | “აფრასიძე ახალგაზრდა მორაგბეა, რომელმაც მატჩის მსვლელობა წარმართა”
2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. “მიხეილ მესხის” სტადიონზე გამართული მატჩი, “ბორჯღალოსანთა” გამარჯვებით, ანგარიშით 28:17 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნები” პრაქტიკულად მთელი მატჩის მანძილზე კაცნაკლული ასპარეზობდნენ, თუმცა მაინც შეძლეს რუმინეთის დამარცხება. მატჩის დასრულების შემდეგ, რუმინელი “მუხების” მთავარმა მწვრთნელმა – ენდი რობერტსონმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. რუმინელთა […]
ოფიციალურად | შოტლანდიის ნაკრები მუხლის მოდრეკის ცერემონიალს არ შეასრულებს
შოტლანდიის ნაკრებმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, გუნდის მოთამაშეებმა მატჩის წინ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადეს, თუმცა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ისინი არ წყვეტენ. მიმდინარე კვირის დასაწყისში, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კლარკმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ფეხბურთელებთან ერთად უნდა განეხილა. შედეგად კი გადაწყდა, რომ ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის წინ, უემბლიზე, შოტლანდიელები ინგლისელების მსგავსად არ მოიქცევიან. კლარკის შეფასებით, ერთ […]
ენდი რობერტსონი: “მესის გაჩერება ურთულესი მისიაა”
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში “ბარსელონა” “ლივერპულს” უმასპინძლებს. “კამპ ნოუზე” გასამართ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსით “ბარსელონა” სარგებლობს – თუმცა მერსისაიდელები საბრძოლველად ემზადებიან. “ლივერპულის” მცველმა, ენდი რობერტსონმა მატჩის წინ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. “რა თქმა უნდა გაცილებით უფრო ძლიერი ფეხბურთელის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მას მოედნის ნებისმიერ კუთხეში შეუძლია ბურთის მიღება, შეტევის წამოწყება და […]
ოფიციალურად: ენდი რობერტსონმა ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
“ლივერპულის” მარცხენა მცველმა, ენდი რობერტსონმა მერისისაიდულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, შოტლანდიელი ფლანგის მოთამაშე “წითლებს” ახლა უკვე 2026 წლამდე უკავშირდება. , , … ❤️ Great news, @andrewrobertso5 has signed a new long-term deal with the Reds — Liverpool FC (@LFC) August 24, 2021 ბოლო 5-წლიანი კონტრაქტის პირობებით, რომელიც მხარეებმა 2019 წლის ივლისში გააფორმეს, 27 […]
პირველად პრემიერლიგის ისტორიაში
2018-2019 წლების პრემიერლიგის სეზონი მრავალი კუთხით აღმოჩნდა გამორჩეული. სხვადასხვა რეკორდებსა და მიღწევებს ჩვენს საიტზე უკვე გაეცნობოდით, თუმცა ინგლისელ სტატისტიკოსებს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი აღმოაჩნდათ მარაგში. უკვე დასრულებულ სეზონში პირველად მოხდა რომ ორმა მცველმა 10+ საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ორივე მათგანი “ლივერპულის” ღირსებას იცავს. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ამ სეზონში 12 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო მის საპირისპირო ფლანგზე […]
დარვინ ნუნიესმა გერმანელები შეაშინა
“ლაიფციგმა” ხუმრობით “ლივერპულთან” განმეორებითი მატჩი ერთი პირობით მოითხოვა, რომ დარვინ ნუნიესი შემადგენლობაში არ იქნებოდა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა, რომელიც მერსისაიდელებს პორტუგალიური “ბენფიკადან” შეურთდა, ხუთშაბათს გერმანულ კლუბს ოთხი გოლი გაუტანა. ერთი გოლიც ეგვიპტელმა სალაჰმა გაიტანა და საბოლოო ჯამში, “ლივერპულმა” 5:0 გაიმარჯვა. წინა მატჩში არც ისე დამაჯერებლად გამოსვლის შემდეგ, ნუნიესმა დაამტკიცა, რომ მასში გადახდილი 85 მილიონი ფუნტი წყალში გადაყრილი […]
242 მაყურებლიდან ენფილდამდე – რობერტსონის ტრიუმფის 6-წლიანი გამაოგნებელი გზა
“ლივერპულში” გადასვლიდან 2 წელში ენდი რობერტსონმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. შოტლანდიელი მცველი, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს “ჰალთან” ერთად პრემიერლიგიდან გავარდა, საოცარ პროგრესს განიცდის. დავიწყოთ წინა სეზონით. რობერტსონი “ენფილდზე” თავის პირველ ჩემპიონთა ლიგურ მატჩს მეოთხედფინალში, “სიტისთან” ატარებს. “ლივერპულის” სტადიონზე დებიუტი წარმატებული გამოდგა, რადგანაც მერსესაიდელებმა მეტოქე სტუმრად 0:3 დაამარცხეს. რაც შეეხება განმეორებით მატჩს, ენდის აღნიშნულ თამაშთან დაკავშირებით […]
ინგლისის პრემიერ ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სამსაჯო კომიტეტმა გვერდითი არბიტრი დასაჯა. უსიამოვნო ინციდენტი ენფილდზე – გვერდითი არბიტრი მკაცრად დაისჯება?! სამსაჯო კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონსტანტინ ჰაციდაკისი სამსაჯო საქმიანობის გაგრძელებას, გამოძიების დასრულებამდე ვერ შეძლებს. ამ დროისათვის უცნობია, თუ რამდენ ხანს გასტანს გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგაც, ლაინსმენი შესაძლოა კიდევ უფრო მკაცრად დაისაჯოს და […]
რობერტსონი: “ალისონის პერფორმანსი გამაოგნებელი იყო”
მერსისაიდული გრანდის განაპირა მცველი, “ლივერპულის” მეკარის პერფორმანსით აღფრთოვანდა. ენდი რობერტსონის მტკიცებით, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ალისონმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ფენომენალური სეზონი გენიალურად დააგვირგვინა. “ის ნამდვილი კაცია. ალისონის “ლივერპულში” გადმოსვლის შემდეგ, მის შესახებ ბევრი საუბრობდა და იგი დიდ წნეხში იყო მოქცეული – თუმცა ფენომენალური ასპარეზობით მან დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის მეკარეა.” “ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ტოტენჰემის” წინააღმდეგ […]
შოტლანდიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – ენდი რობერტსონმა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე მხოლოდ 1 ნაბიჯი აკლია და საქართველოს ნაკრებთან მოგება მათთვის ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება ევროპის ჩემპიონატისკენ. “ოთხ თამაშში 12 ქულა განსაკუთრებული იქნება და ეს გვაძლევს უდიდეს მოტივაციას იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრები დავამარცხოთ და ევროპის ჩემპიონატისკენ უდიდესი ნაბიჯი […]
სკოტ მაკტომინაიმ ლივერპულის ფეხბურთელი შეაქო და მერსისაიდელების გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა
შოტლანდიელმა ნახევარმცველი მის თანამემამულით ენდი რობერტსონით ამაყობს, თუმცა როგორც მანჩესტერელისთვის “ლივერპულის” მიერ “ტოტენჰემის” დამარცხება მაინც არასასიამოვნო აღმოჩნდა. “მე ბავშვობიდან “მანჩესტერ იუნატედს” ვქომაგობ და უნდა ვაღიარო რომ “ლივერპულის” ტრიუმფის ხილვა არც ისეთი ადვილი იყო. მაგრამ კარგი იყო ის, რომ ვუყურებდი თუ როგორ შესანიშნავად მოქმედებდა შოტლანდიელი (ენდი რობერტსონი) მოედანზე და თუ რა ბრწყინვალე გზა გაიარა მან 2012 […]