ენტონი ჯოშუამ დაადასტურა, რომ მისი შემდეგი მეტოქე მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი დეონტაი უაილდერი იქნება. AJ-სა და დეონტაის ბრძოლა დეკემბერში შედგება. ჯოშუამ ბოლო ბრძოლა ერთი თვის წინ, ჯერმეინ ფრანკლინის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც 12 რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა. ოლექსანდრ უსიკთან ორი ჩხუბის წაგების შემდეგ, გულშემატკივრებს მისგან მეტი სურდათ, ვიდრე უბრალო გამარჯვებით დაბრუნება. ვრცელდება საინტერესო ინფორმაციაც, რომ შესაძლოა იმავე […]
ფიური VS ჩიზორა 3 | ბრძოლა 3 დეკემბერს იგეგმება
ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 დეკემბერს ტაისონ ფიურისა და დერეკ ჩიზორას დაპირისპირება შედგება. მას შემდეგ, რაც ფიურისა და ჯოშუას ბრძოლა ჩაიშალა, ბრიტანელმა ახალი მეტოქის ძებნა დაიწყო. უკვე მესამე კვირაა, რაც ტაისონი და დერეკი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მიუხედავად იმისა, რომ “Gypsy King”-მა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, როგორც ჩანს ბრძოლისთვის თავის დანებება უჭირს. ის ჯერ კიდევ ფლობს […]
ჯოშუასა და ფიურის ორთაბრძოლა არ შედგება
ამ თვის დასაწყისში Gypsy King-მა გაამხილა, რომ მისი დიდი ხნის ნანატრი ორთაბრძოლა, ჯოშუას წინააღმდეგ, შესაძლოა შემდგარიყო. მიუხედავად AJ-ს თანხმობისა, საქმე ჭიანურდებოდა და ენტონის მხარე კონტრაქტს ხელს არ აწერდა. ტაისონ ფიურის აგენტმა ფრენკ უორენმა ჯოშუას გარჯვეული დრო მისცა გადაწყვეტილების მისაღებად. ეს ვიდეო ტაისონ ფიურიმ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა და ამბობს, რომ ბრძოლა არ შედგება, რადგან […]
ჯოშუა VS ფიური – AJ-ს ვადა კვირის ბოლომდე აქვს
ტაისონ ფიურის აგენტმა ფრენკ უორენმა ენტონი ჯოშუას ამ კვირის ბოლომდე მისცა ვადა, რათა ბრძოლას დათანხმდეს. ამ თვის დასაწყისში Gypsy King-მა გაამხილა, რომ მისი დიდი ხნის ნანატრი ორთაბრძოლა, მისი თანამემამულის წინააღმდეგ, შესაძლოა შედგეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯოშუამ უყოყმანოდ გამოთქვა მზადყოფნა ამ ბრძოლისთვის, ეიჯისა და ფიურის შორის შეთანხმება ჯერ არ შემდგარა. საქმე საბუთებსა და ხელშეკრულებებს ეხება, რაც […]
ენტონი ჯოშუამ პრესკონფერენციაზე ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა | VIDEO
ენტონი ჯოშუამ, 20 აგვისტოს ოლექსანდრ უსიკთან განმეორებითი მატჩი გამართა, სადაც უკრაინელმა გაიმარჯვა. ბრიტანელი მოკრივე ამ ბრძოლისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და მარცხს საერთოდ არ განიხილავდა. ჯოშუამ პრესკონფერენციაზე ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა და ატირდა. ჟურნალისტმა მოკრივეს ჰკითხა ამაყობდა თუ არა საკუთარი თავით, რაზეც AJ-მ უპასუხა: “ვამაყობ საკუთარი თავით? მართლა, ძალიან მიჭირს იმის თქმა, რომ საკუთარი თავით […]
ენტონი ჯოშუას უღირსი საქციელი ოლეკსანდრ უსიკთან მარცხის შემდეგ | VIDEO
რემატჩში დამარცხების შემდეგ, ენტონი ჯოშუამ ოლეკსანდრ უსიკის ორი საჩემპიონო ქამარი რინგიდან მოისროლა. პირველი ბრძოლისგან განსხვავებით, რომელშიც ჯოშუა უშანსოდ დამარცხდა, ბრიტანელმა მოკრივემ თავდაუზოგავად იშრომა და რიგ ასპექტებში მკვეთრი გაუმჯობესება ჰქონდა, თუმცა, ჯოშუას მცდელობები უსიკის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ოლეკსანდრ უსიკმა ენტონი ჯოშუას დამარცხება რემატჩშიც შეძლო, რის შედეგადაც, IBF-ის, WBO-სა და WBA-ს ტიტულები წარმატებით დაიცვა. ბრძოლის დასრულების […]
უსიკის წინააღმდეგ ბრძოლამდე ჯოშუა არაჩვეულებრივ ფორმაში შევიდა
ენტონი ჯოშუა, 20 აგვისტოს ოლექსანდრ უსიკთან განმეორებითი მატჩის წინ, შესანიშნავ ფორმაშია. სულ რამდენიმე დღე დარჩა ბრიტანელისა და უკრაინელის განმეორებით შეხვედრამდე. AJ-მ სოციალურ ქსელში საკუთარი ვარჯიშის კადრები გაავრცელა. როგორც ჩანს, ჯოშუა რევანშის აღებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ოლეკსანდრ უსიკმა ენტონი საკუთარ კედლებში, საკუთარი გულშემატკივრის წინ დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მიიღო. თერთმეტი თვის შემდეგ, მოკრივეები კვლავ დაუპირისპირდებიან […]
ტაისონ ფიურიმ ბრიტანეთის პრემიერობა მიზნად დაისახა
მსოფლიოს ორ გზის ჩემპიონი, როგორც ჩანს, პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. საკუთარი ახალი რესტორნის, Sultan of Lancaster Experience-ის გახსნაზე საუბრისას ფიურიმ თაყვანისმცემლებს მოუწოდა, რომ ხმა მისცენ მომავალ არჩევნებში. “მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დღეს მოხვედით და არ დაგავიწყდეთ, ხმა მომეცით 2030 წელს,გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის არჩევნებზე.” ჯერ კიდევ 2015 წელს, ფიურის ჰქონდა ამბიცია, რომ გამხდარიყო მისი ოლქის დეპუტატი. […]
ჯოშუა უკრაინელი მსოფლიო ჩემპიონის დასამარცხებლად ძალისხმევას არ იშურებს
ბრიტანელი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის დაბრუნებას ზაფხულის ბოლოს შეეცდება. 40000 ადგილიანი “Jeddah Superdome” ამ ბრძოლას შაბათს, 20 აგვისტოს, საუდის არაბეთში უმასპინძლებს. თავდაპირველად, ჯოშუასა და უსიკის ორთაბრძოლა მაისში, შემდეგ კი, ივლისში უნდა გამართულიყო, მაგრამ, მოლაპარაკებების გაჭიანურებამ კიდევ ერთხელ გამოიწვია ბრძოლის გადადება. უკრაინაში მიმდინარე ომმაც ბრძოლის გადადების გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა. 35 წლის უსიკი უკრაინაში ამ წლის […]
ენტონი ჯოშუა უკრაინელ მსოფლიო ჩემპიონს კვლავ დაუპირისპირდება
კარლ ფროჰის თქმით, ენტონი ჯოშუას “ტვინის გადანერგვა” სჭირდება იმისათვის, რომ ოლეკსანდრ უსიკი დაამარცხოს. ბრიტანელი სუპერვარსკვლავი უკრაინელს განმეორებით 20 აგვისტოს, საუდის არაბეთში დაუპირისპირდება. ჯოშუამ შეცვალა მისი მწვრთნელი რობ მაკრაკენი და ის ახალი მწვრთნელით რობერტ გარსიათი ჩაანაცვლა. ფროჰის თქმით ენტონიმ შეცდომა დაუშვა. “მან შეცვალა მწვრთნელი, რისი წინააღმდეგიც მე ვარ, რადგან მიკერძოებული ვარ, რადგან მთელი კარიერის განმავლობაში რობ […]
ტაისონ ფიურის ვარჯიშის ამსახველმა კადრებმა ფანები აღაფრთოვანა | VIDEO
9 ოქტომბერს, ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერს შორის გამართული ტრილოგიის დასკვნითი ბრძოლა ბრიტანელი მოკრივის გამარჯვებით დასრულდა. ფიურიმ მეტოქის უძლიერეს დარტყმებს გაუძლო და საბოლოოდ სახელოვანი მოწინააღმდეგე ნოკაუტით დაამარცხა. ტაისონ ფიური ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. სოციალურ ქსელებში, ფიურის ვარჯიშის ამსახველი კადრები გავრცელდა, რომელმაც მისი გულშემატკივრები აღაფრთოვანა. Practice makes perfect pic.twitter.com/dDM64Kc7y4 — TYSON FURY […]
21 საუკუნის დასაწყისში, მძიმეწონით კატეგორიაში, უკრაინელი ძმები – კლიჩკოები დომინირებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი ათწლეული კრივის რენესანსის ეპოქად ითვლება. ეს არის პერიოდი, როდესაც მძიმეწონით კატეგორიაში ახალი სუპერვარსკვლავები გამოჩნდნენ და კრივს მეტი სანახაობრიობა შესძინეს. ენტონი ჯოშუა, ტაისონ ფიური, დეონტეი უაილდერი, დილიან უაითი, ენდი რუიზი, დერეკ ჩისორა, ჯოზეფ პარკერი… 2021 წელს, პრომოუტერებმა აღნიშნული სუპერვარსკვლავების მონაწილეობით, არაერთი გამორჩეული […]