ერიკ დაიერმა გულშემატკივართან ხელჩართული ჩხუბი გამართა (ვიდეო)
“ტოტენჰემისა” და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ერიკ დაიერმა, FA თასზე პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ საკუთარ გულშემატკივართან იჩხუბა. როგორც ბრიტანულ მედიაში ვკითხულობთ, დაიერი გულშემატკივრების ზონაში საკუთარი ძმის დასაცავად შევარდა. გულშემატკივრების გადაღებულ ვიდეოებში ისმის მისი ხმაც: “ის ჩემი ძმაა!” “ტოტენჰემის” გულშემატკივრებმა და სტადიონის თანამშრომლებმა ინგლისელი ფეხბურთელის შეჩერება შეძლეს. მოგვიანებით, დაიერის ძმასთან ერთად “ტოტენჰემის” გასახდელში ჩავიდა. თემასთან დაკავშირებით, კომენტარი […]
კურიოზი | რატომ გაიპარა დაიერი მოედნიდან ჩელსისთან მატჩის 76-ე წუთზე
ინგლისის თასის მერვედფინალში “ტოტენჰემმა” “ჩელსი” პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრის 76-ე წუთზე კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა. “ტოტენჰემის” მცველი ერიკ დაიერი მოედნიდან გაუჩინარდა. გასახდელისკენ წასულმა მოურინიომ ის საპირფარეშოში აღმოაჩინა. დაიერი თამაშს მალევე დაუბრუნდა და მოგვიანებით, პენალტების სერიაში მენდის კარის აღებაც მოახერხა.
ლამპარდმა დაიერი დაიცვა
მსოფლიო საუბრობს ერიკ დაიერის და გულშემატკივრის ინციდენტზე. როგორც ცნობილი გახდა ინგლისელმა ფეხბურთელმა გულშემატკივარს, საკუთარი ძმის შეურაცხყოფა არ აპატია, ტრიბუნაზე ავიდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამასთან დაკავშირებით ფრენკ ლამპარდმა მცირე კომენტარი გააკეთა. “დაიერის რეაქცია ბუნებრივი იყო და მე მას არ ვამტყუვნებ. ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს და დაფიქრდეს, როდესაც საკუთარ ოჯახის წევრს აყენებენ შეურაცხყოფას, ვინ როგორ მოიქცეოდა? ჩემი […]
მოურინიოს პირველი ვარჯიში ტოტენჰემში. ფეხბურთელები კმაყოფილი არიან
ჟოზე მაურინიომ პირველი ვარჯიში გამართა ახალ გუნდში. რა თქმა უნდა პორტუგალიელს ადაპტაცია სჭირდება, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, თუმცა მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, “ტოტენჰემის” ფეხბურთელები მას კარგად შეხვდნენ. ფეხბურთელებისთვის საკმაოდ საინტერესო იყო მათი პირველი ვარჯიში პორტუგალიელთან. ცნობილია , რომ ჟოზეს სხვადასხვა გუნდებში ხშირად ჰქონია პრობლემა “ვარსკვლავებთან”. აქ კი ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურად დაიწყო. Tottenham Hotspur head coach […]