ჰოლანდი: “მინდა, ბომბარდირების სათავეში ვიყო”
ერლინგ ჰოლანდი, რომელიც საფეხბურთო სამყაროს გაოცებას აგრძელებს, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში, “პსჟ-სთან” დუბლის შემდეგ კომენტარს აკეთებს. “მინდა, რომ საუკეთესო ბომბარდირების სიაში პირველ ადგილზე ვიყო. მეორე გოლისას ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ გავაცნობიერე მომენტი და დავარტყი. ეს ფანტასტიკა იყო”,-თქვა ნორვეგიელმა. “დორტმუნდმა” პარი სენ-ჟერმენს 2:1 მოუგო. საპასუხო მატჩი “პარკ დე პრენსზე“, 12 მარტს შედგება.
Golden Boy 2020 – ცნობილია ნომინანტთა საბოლოო სია
როგორც მოგეხსენებათ, UEFA ყოველწლიურად საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს ავლენს. ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დაასახელა საბოლოო სია, რომელშიც ის 20 მოთამაშე მოხვდა, ვინც აღნიშნული პრიზისთვის იბრძოლებს. მიტჩელ ბაკერი (პარი სენ-ჟერმენი), ედუარდო კამავინგა (რენი), ჯონათან დევიდი (ლილი), ალფონსო დევისი (ბაიერნი), სერჯინიო დესტი (ბარსელონა), ფაბიო სილვა (ვულვერჰემპტონი), ანსუ ფატი (ბარსელონა), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), რაიან გრავენბერხი (აიაქსი), მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ […]
მსოფლიო რეკორდი რომელიც ჰოლანდმა 5 წლის ასაკში დაამყარა
ერლინგ ჰოლანდი საფეხბურთო სამყაროს უკვე რამდენიმე წელია აოცებს. 20 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში “ბორუსიას” მაისურით ჩატარებულ 37 მატჩში 34 გოლი გაიტანა. როგორც აღმოჩნდა, ჰოლანდი არამხოლოდ ფეხბურთში, არამედ მძლეოსნობაშიც საკმაოდ ძლიერი ყოფილა. ერლინგს მსოფლიო რეკორდიც კი ეკუთვნის – მან 5 წლის ასაკში 1.63 მეტრიანი ნახტომი შეასრულა, რაც მაშინ უნიკალური შემთხვევა იყო. სანამ ნორვეგიელი ფეხბურთის პროფესიონალურად […]
იბრაჰიმოვიჩმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც საუკეთესოდ მიიჩნევს
,,მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ისაუბრა ფეხბურთელებზე, რომლებსაც ამ მომენტისთვის საუკეთესოდ მიიჩნევს: ,,კილიან მბაპე ჩემს ათეულში შედის. არიან ფეხბურთელები, რომლებიც მწვერვალზე რამდენიმე წლის განმავლობაში იყვნენ, მაგრამ ახლა ახალგაზრდებისთვის მაგალითად ერლინგ ჰოლანდი ითვლება. კიდევ ვინ? იბრაჰიმოვიჩი… სხვების ხსენებაც არ ღირს,” – ზლატანის სიტყვებს Get French Football News-ი ციტირებს. იბრაჰიმოვიჩი ,,მილანში” 2020 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 40 წლის […]
10 ფეხბურთელი, რომელიც მამის ნაკვალევს მიყვება
დედამიწის გარშემო მილიონობით პატარა ბავშვია, რომლესაც სურს მშობლების კვალს გაყვეს, როგორც ჩანს, ფეხბურთშიც ასეა. ზოგიერთმა მოთამაშემ, როგორიცაა კასპერ შმეიხელი, მოახერხა და გაუძლო ზეწოლას. პიტერ შმეიხელი ლეგენდარული მეკარეა და ყველა იგივე შედეგს ელის მისი შვილისგანაც. კასპერი “ლესტერ სიტის” 2016 წელს პრემიერ ლიგის და 2021 წელს ასოციაციის თასის მოგებაში დაეხმარა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ამჟამინდელმა ვარსკვლავმა ენტონი ელანგამ, […]
ჰოლანდი მე-14 ფეხბურთელია ვინც 10/10 შეფასება მიიღო
მანჩესტერულ დერბიში ჰეთ-თრიკის შესრულების შემდეგ, ჰოლანდი მე-14 მოთამაშე გახდა, რომელმაც L’Equipe-ის შეფასებით 10/10 მიიღო. L’Equipe მოთამაშეების საკმაოდ მკაცრი შეფასებებით არის ცნობილი და 22 წლის ნორვეგიელამდე მხოლოდ 13-მა მოთამაშემ მოახერხა 10/10-ის მიღება. ჰოლანდის გარდა, სხვა ფეხბურთელები, რომლებმაც სრული შეფასება დაიმსახურეს, არიან ლიონელ მესი, ფრანკ საუზი, ბრუნო მარტინი, ოლეგ სალენკო, ლარს ვინფილდი, რობერტ ლევანდოვსკი, კარლოს ედუარდო, ნეიმარი, […]
ერლინგ ჰოლანდის დუბლი ლაიფციგთან | VIDEO
ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა
3 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, პრემიერ ლიგის 28-ე ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც “მანჩესტერ სიტისა” და “ვესტ ჰემის” დაპირისპირება შედგა. “ეტიჰადზე” გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. “ჩაქუჩების” კარში გატანილი ერთ-ერთი გოლის ავტორი კი ერლინგ ჰოლანდი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა. ჰოლანდის ეფექტური გოლი ვესტ ჰემის კარში | VIDEO მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 […]
მანჩესტერ იუნაიტედს ერლინგ ჰოლანდის შეძენა სურს
ინგლისური გიგანტი “მანჩესტერ იუნაიტედი” განიხილავს ნორვეგიელი თავდამსხმელის შესაძლო ყიდვის ვარიანტს. ინგლისელებს სურთ, რომ ჰაალანდი რაც შეიძლება მალე იყიდონ და იჯარის წესით ზაფხულამდე “ზალცბურგში” დატოვონ. მიმდინარე სეზონში ნორვეგიელ თავდამსხმელს არნახული შედეგი აქვს. 24 ჩატარებულ შეხვედრაში მას 39 გოლი აქვს გატანილი. “წითელ ეშმაკებს” რომელუ ლუკაკუს და ალექსის სანჩესის წასვლის შემდეგ, შემტევ ფაზაში თვალსაჩინო პრობლემები აქვს. “იუნაიტედის” ხელმძღვანელები […]
რაიოლა რეალში რევოლუციას გეგმავს
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან განუსაზღვრელი დროით შეწყდა. მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა სატრანსფერო აქტივობაზეც იქონიოს გავლენა, თუმცა ელიტური ტრანსფერების ეპიცენტრში კვლავ მინო რაიოლა იმყოფება. რაიოლას კლიენტებს შორის, მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჭარბობენ, რომლებიც ევროპის ტოპ კლუბების მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილი არიან. შესაძლოა რამდენიმე ვარსკვლავმა ზაფხულში კლუბი შეიცვალოს. […]
ჰოლანდისთვის მანჩესტერული გუნდები იბრძოლებენ
Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “დორტმუნდის” ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი შესაძლოა პრემიერ ლიგის მოთამაშე გახდეს. უნიჭიერესი ფორვარდის საკუთარ რიგებში ხილვით ერთბაშად ორი მანჩესტერული გუნდი ინტერესდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლანდისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტები “სიტი” და “იუნაიტედი” იქნებიან. აღსანიშნავი ფაქტია, რომ გერმანულმა კლუბმა ჰოლანდი შესაძლოა 2021 წლის ზაფხულს გაასხვისოს, რადგან კონტრაქტში გათვალისწინებულია პუნქტი გაშვების შესახებ, რომლის […]
ცორკი | ჰოლანდი დორტმუნდში რჩება!
“დორტმუნდის” სპორტული დირექტორი – მიხაელ ცორკი, ერლინგ ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს. ცორკის მტკიცებით, ნორვეგიელი ვარსკვლავი ამ ზაფხულს “დორტმუნდს” არ დატოვებს. ჰოლანდის გარშემო სპეკულაციების ტალღაა აგორებული. არაერთი ტაბლოიდი მიიჩნევს, რომ ნორვეგიელი შემტევი რომელიმე ევროპული გრანდის მაისურს მოირგებს. “დორტმუნდმა” მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა – აღნიშნულიდან გამომდინარე, კლუბის მესვეურები მიიჩნევენ, რომ ჰოლანდის შენარჩუნებას […]