გიბრალტარის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რის სტაიჩმა, განაცხადა, რომ ერლინგ ჰოლანდმა მისი თანაგუნდელის, როი ჩიპოლინას (გიბრალტარის ნაკრების კაპიტანი) მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა: ,,მარტში, როცა გიბრალტარში ვითამაშეთ, ჩვენმა კაპიტანმა, როი ჩიპოლინამ, ჰოლანდს მაისური სთხოვა. ნორვეგიამ 3:0 მოგვიგო, თუმცა ერლინგს გოლი არ გაუტანია, მწვრთნელმა 60 წუთში შეცვალა და უხასიათოდ იყო. სატელევიზიო ინტერვიუს დასრულების შემდეგ, როიმ უთხრა: ,,ჩემი პატარა ბიჭი […]