“სელტასთან” წარუმატებლობის შემთხვევაში ვალვერდემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” ვერ დაამარცხა პრაღის “სლავია” , რასაც ფანების მხრიდან ვალვერდეს მიმართ დიდი კრიტიკა მოჰყვა. “ბარსელონას” სპექტაკლი ამ სეზონში ნელ-ნელა სრულდება. ლა ლიგის ეგიდით კატალონიელები უკვე სამჯერ დამარცხდნენ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ჩემპიონთის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც პოზიციები. თუ ერნესტო ვალვერდეს შეგირდები დაამარცხებენ “სელტას” , დაბრუნდებიან პირველ ადგილზე და ეს ოდნავ […]
11 გამარჯვება – გვარდიოლა 21-ე საუკუნეში საუკეთესოა
პეპ გვარდიოლამ მორიგი საინტერესო მიღწევა დააფიქსირა. მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, “მანჩესტერ სიტიმ” მადრიდის “რეალს” ორივე შეხვედრა (2:1, 2:1) მოუგო, ესპანელი სპეციალისტი 21-ე საუკუნეში “სამეფო კლუბის” ყველაზე მეტჯერ დამმარცხებელი გახდა. ტიკი-ტაკას შემოქმედმა მიმდინარე საუკუნეში “ბლანკოსების” ძლევა 11-ჯერ მოახერხა, რაც საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზე თანაბარი – 9-9 მოგებით დიეგო სიმეონე და ერნესტო ვალვერდე იმყოფებიან. პეპის გუნდი […]
2.5-წლიანი პაუზის შემდეგ – ერნესტო ვალვერდე ფეხბურთს დაუბრუნდა
ორწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი, ერნესტო ვალვერდე საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა და ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელი გახდა. ბოლო დღეების განმავლობაში ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბასკურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა და გამოაცხადა, რომ ყოფილი თავკაცი გუნდს ამჯერად ახალი, 2-წლიანი კონტრაქტით უხელმძღვანელებს. საინტერესოა, რომ ეს ვალვერდესთვის “ბილბაოში” მესამე მისვლაა, იგი აქ 1997-2005 (2003 წლიდან ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის […]
2018/19 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები
ინგლისურმა მედიამ 2018/19 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ტოპ ხუთეული გამოაქვეყნა. Givemesport-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე დიდ ხელფასს, 41 მილიონ ევროს მწვრთნელებში მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცი, დიეგო სიმეონე იღებს. არგენტინელის შემდეგ 31 მილიონით მოდის ჟოზე მოურინიო, რომელსაც “იუნაიტედმა” გათავისუფლების შემდეგ კონპენსაციის სახით 15 მილიონი გადაუხადა. მე-3 ადგილს იკავებს ტიერი ანრი, (25.5) რომელმაც “მონაკოში” სულ რაღაც 3 თვით […]
ბართომეუმ ვალენსიასთან მარცხის შემდეგ ვალვერდეზე ისაუბრა
კატალონიის “ბარსელონა” 2018/19 წლების სეზონში მხოლოდ ლა ლიგის ტიტულს დაჯერდა. “ბლაუგრანა” გუშინ კოპა დელ რეის ფინალში 1:2 დამარცხდა. აღნიშნული მატჩის შემდეგ, “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ერნესტო ვალვერდეს შესახებ ისაუბრა. “ვალვერდეს გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს. “ვალენსიასთან” მარცხი ერნესტოს ბრალი ნამდვილად არ არის. ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ზოგჯერ კარში მხოლოდ შენ ურტყამ, მაგრამ გადამწყვეტი ტაბლოზე […]
ბარსელონას მთავარ მწვრთნელს ვიდეო რეფერის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს
ვიდეო რეფერიმ(VAR) შესაძლოა სისტემური პრობლემები გამოიწვიოს ფეხბურთის მატჩებზე – ამბობს “ბარსელონას” თავკაცი.
გვარდიოლა შესაძლოა ბარსელონაში დაბრუნდეს
“მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელს კონტრაქტის ვადა 2021 წელს ეწურება, თუმცა ამავე კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რისი მიხედვითაც ესპანელ სპეციალისტს შეუძლია 2020 წლის ივნისში კლუბი დატოვოს. აქედან გამომდინარე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვარდიოლა შეიძლება “ბლაუგრანას” დაუბრუნდეს. პეპს სხვადასხვა ინტერვიუებში ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ “ბარსელონაში” არ დაბრუნდება, თუმცა განვლილმა წლებმა გვაჩვენა, რომ გვარდიოლამ საუკეთესო შედეგი “ბარსელონაში” აჩვენა. […]
გრიზმანმა ბარსელონა კლუბის გაფრთხილების გარეშე დატოვა
ესპანური პრესა წერს, რომ ანტუან გრიზმანმა ლა ლიგაში “ბარსელონას” პაუზით ისარგებლა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა, მაგრამ ეს კლუბის დაუკითხავად გააკეთა. ფრანგი თავდამსხმელის ნიუ იორკში მოგზაურობის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თქვა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს ფეხბურთელებს თავისუფალი დროის დამოუკიდებლად გამოყენების უფლება აქვთ. “მადლობა, რომ ამ მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია მომაწოდეთ. არ ვიცოდი, რადგან […]
დე იონგის ტრანსფერი ჩაშლის წინაშე იდგა – ვის არ მოსწონდა ჰოლანდიელი?
2019 წლის ზამთარში, ამსტერდამის “აიაქსიდან” ფრენკი დე იონგის შეძენის წინააღმდეგი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე იყო. მიუხედავად ესპანელი სპეციალისტის სურვილისა, კატალონიურმა კლუბმა ახალგაზრდა ჰოლანდიელი ნახევარმცველი მაინც შეიძინა. ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს, სადაც წერია, რომ ვალვერდემ 22 წლის ფეხბურთელი დაცვითი ფუნქციების სუსტი შესრულების გამო დაიწუნა, მაშინ როცა ტომას ტუხელი და პეპ გვარდიოლა ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელის […]
ევროპის 11 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი
თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელებს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როლი აქვთ. ხშირად, სწორედ რომ მწვრთნელის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული ფეხბურთელების სათამაშო ფორმა და გუნდის შედეგი. გუნდის მიერ ნაჩვენებ რეზულტატზე, დადებითსა თუ უარყოფითზე მთავარი მწვრთნელი იღებს პასუხისმგებლობას. ევროპული ფეხბურთის გრანდები საკუთარ მწვრთნელებს კოლოსალურ ანაზღაურებას უნიშნავენ. ზოგიერთი მათგანის წლიური ანაზღაურება კი განსაკუთრებით სოლიდურია.
ერიკ აბიდალი ბარსელონას სპორტული დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს
კიკე სეტიენის გათავისუფლებიდან მეორე დღეს, “ბარსელონა” გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმაც დატოვა. აბიდალის გათავისუფლება იმ “დიდი ცვლილებების” ნაწილია, რომელიც “ბაიერნთან” ანგარიშით 2:8 განადგურების შემდეგ, კატალონიურმა გუნდმა დააანონსა. “ბარსელონა საჯაროდ უხდის მადლობას ერიკ აბიდალს მისი პროფესიონალიზმის, ერთგულების, პოზიტიური და იმ მიდგომისთვის, რომელსაც ის ყოველდღიურად იყენებდა. გუნდი აბიდალს წარმატებებს უსურვებს,” ვკითხულობთ განცხადებაში. ერიკ აბიდალი “ბარსელონას” შემადგენლობაში 2007-2013 […]
ერნესტო ვალვერდემ ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
კატალონიური გრანდის პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერნესტო ვალვერდემ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. “ვალვერდეს კონტრაქტი ამჟამინდელი და მომდევნო სეზონის დასრულებამდე გახანგრძლივდა. მხარეებს შეუძლიათ კონტრაქტის გაწყვეტა – მაგრამ ამისათვის კომპენსაციის გადახდა იქნება საჭირო. ერნესტო ბრწყინვალედ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მისი პირველი სეზონი კი ფენომენალური იყო. ვალვერდე საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელია, “ბარსელონა” კმაყოფილია მისი შრომით”, […]