ოსმან დემბელემ ბარსელონასგან გარანტია მიიღო
ოსმან დემბელე არ იყიდება. ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველს, რომელმაც ესპანეთის სუპერ თასზე საინტერესო თამაში აჩვენა და გოლიც გაიტანა, შეუძლია მშვიდად იყოს და მომავალზე არ ინერვიულოს. ესპანურმა კლუბმა ბარსელონამ, სწორედ ეს უთხრა ფრანგ ნახევარმცველს და გარანტია მისცა. მომავალ სეზონში, ბარსელონას მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, დემბელეს ძირითადი გუნდის მოთამაშედ და დასახული გეგმის ნაწილად მოიაზრებს.
რაკიტიჩი: “ვალვერდეს დროს ბარსელონადან წასვლაზე ვფიქრობდი”
“ბარსელონას” ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ერნესტო ვალვერდეს პერიოდი და მასთან გართულებული სამუშაო პროცესი გაიხსენა. “იანვარში კლუბის დატოვებას ვაპირებდი. ვალვერდესთან გატარებული დრო საუკეთესო არ იყო. ბევრი ცუდი მომენტი მახსენდება, გულწრფელად ვიტყვი, რომ იყო ისეთი საკითხები, რომელიც ნამდვილად ძალიან მაღიზიანებდა, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა”,-თქვა ხორვატმა ფეხბურთელმა. 31 წლის ნახევარმცველს, რომელიც “ბარსელონამ” 2014 წელს, “სევილიადან” შეიძინა, მილანის […]
ვინ შეიძლება შეცვალოს ვალვერდე?
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, დიდი ალბათობით, სეზონის დასრულებისთანავე გუნდს დატოვებს.
გვარდიოლა შესაძლოა ბარსელონაში დაბრუნდეს
“მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელს კონტრაქტის ვადა 2021 წელს ეწურება, თუმცა ამავე კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რისი მიხედვითაც ესპანელ სპეციალისტს შეუძლია 2020 წლის ივნისში კლუბი დატოვოს. აქედან გამომდინარე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვარდიოლა შეიძლება “ბლაუგრანას” დაუბრუნდეს. პეპს სხვადასხვა ინტერვიუებში ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ “ბარსელონაში” არ დაბრუნდება, თუმცა განვლილმა წლებმა გვაჩვენა, რომ გვარდიოლამ საუკეთესო შედეგი “ბარსელონაში” აჩვენა. […]
ბარსელონას მთავარ მწვრთნელს ვიდეო რეფერის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს
ვიდეო რეფერიმ(VAR) შესაძლოა სისტემური პრობლემები გამოიწვიოს ფეხბურთის მატჩებზე – ამბობს “ბარსელონას” თავკაცი.
ვალვერდე: “ლა ლიგას რეალი მოიგებს”
“ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში, ლა ლიგის მოგების ფავორიტი მადრიდის “რეალია.” მისი აზრით, “სამეფო გუნდი” ძალიან მოტივირებულია და ესპანეთში პირველობის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს. ვალვერდეს სიტყვების ფონზე, რამდენიმე დღის წინ ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ლუკა მოდრიჩის დონის ფეხბურთელს, ლა ლიგა მხოლოდ ერთჯერ არ უნდა ჰქონდეს მოგებული. ვალვერდეს გუნდიდან დათხოვნის მომენტში, სატურნირო […]
ვალვერდე: “გადადგომაზე არასდროს მიფიქრია”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ საინტერესო განცხადება გააკეთა.
ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგი შეაფასა
დღეს UEFA-ს შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ცნობილია ყველა ის წყვილი, რომელიც 1/8-ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდება. როგორც იცით, კატალონიის “ბარსელონას” მეტოქედ “ნაპოლი” ერგო. იტალიური და ესპანური გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ კენჭისყრის შედეგზე ისაუბრა. “ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის შესანიშნავი სეზონი აქვს. ნეაპოლელები ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან. “სან პაოლოზე” დიდებულ […]
ვალვერდე: „საინტერესოა რეალის ხილვა რონალდუს გარეშე“
კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ კრიშტიანუ რონალდუს წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
11 გამარჯვება – გვარდიოლა 21-ე საუკუნეში საუკეთესოა
პეპ გვარდიოლამ მორიგი საინტერესო მიღწევა დააფიქსირა. მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, “მანჩესტერ სიტიმ” მადრიდის “რეალს” ორივე შეხვედრა (2:1, 2:1) მოუგო, ესპანელი სპეციალისტი 21-ე საუკუნეში “სამეფო კლუბის” ყველაზე მეტჯერ დამმარცხებელი გახდა. ტიკი-ტაკას შემოქმედმა მიმდინარე საუკუნეში “ბლანკოსების” ძლევა 11-ჯერ მოახერხა, რაც საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზე თანაბარი – 9-9 მოგებით დიეგო სიმეონე და ერნესტო ვალვერდე იმყოფებიან. პეპის გუნდი […]
ვალვერდეს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია
“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბართომეუმ გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ერნესტო ვალვერდეზე ისაუბრა.
დე იონგის ტრანსფერი ჩაშლის წინაშე იდგა – ვის არ მოსწონდა ჰოლანდიელი?
2019 წლის ზამთარში, ამსტერდამის “აიაქსიდან” ფრენკი დე იონგის შეძენის წინააღმდეგი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე იყო. მიუხედავად ესპანელი სპეციალისტის სურვილისა, კატალონიურმა კლუბმა ახალგაზრდა ჰოლანდიელი ნახევარმცველი მაინც შეიძინა. ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს, სადაც წერია, რომ ვალვერდემ 22 წლის ფეხბურთელი დაცვითი ფუნქციების სუსტი შესრულების გამო დაიწუნა, მაშინ როცა ტომას ტუხელი და პეპ გვარდიოლა ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელის […]