ლეო მესის ტაქტიკა, რითაც მეტოქე მცველების სისუსტეებს იგებს
ალბათ ბევრს შეუმჩნევია, რომ კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი შემტევი, ლიონელ მესი მატჩების საწყის წუთებზე აქტიურობით არ გამოირჩევა. კლუბის ყოფილი თავკაცის, ერნესტო ვალვერდეს თქმით, პასიურობის უკან ლეოს სპეციალური მეთოდი იმალება. The Fincial Times-თან სპეციალისტი შემდეგ რამეს აცხადებს: ” თითოეული შეხვედრის დასაწყისში მესი ბურთს აიგნორებს და, მეტოქე გუნდის მცველთა შორის სიარულისას, მათ სტრატეგიას სწავლობს. როდესაც დრო გადის, ის […]
ერნესტო ვალვერდემ ლიონელ მესის საიდუმლო გაამხილა
“რეალთან” გასამართ ელ-კლასიკომდე “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ლიონელ მესის სიძლიერის შესახებ ისაუბრა: ” მესი მატჩის პირველ წუთებს ანალიზისთვის იყენებს, ის ბურთს თითქმის არ ეხება, უბრალოდ დადის მოწინააღმდეგის მცველებს შორის და იმახსოვრებს თუ ვინ როგორ თამაშობს პოზიციურად, მას შემდეგ რაც მატჩი ხურდება იგი ნელ-ნელა ერთვება საქმეში და იცის თუ სადაა მოწინააღმდეგის სისუსტე”
ვალვერდე ბარსელონას დაემშვიდობა
ერნესტო ვალვერდე “ბარსელონას” აღარ გაწვრთნის. 55 წლის სპეციალისტი კატალონიურ კლუბში კიკე სეტიენმა ჩაანაცვლა. ბასკი მწვრთნელი “ბლაუგრანას” დაემშვიდობა: ჩემი კარიერა “ბარსელონაში” დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან ინტენსიური ორ-ნახევარი სეზონი გამოდგა, რომლის განმავლობაში მქონდა როგორც სასიხარულო, ასევე, რთული მომენტები. ყველაზე მეტად მინდა გამოვყო ის გამოცდილება, რომელიც კარიერის ამ ეტაპზე შევიძინე. მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ ბართომეუსა და ხელმძღვანელობას, რომლებმაც ამ […]
ვალვერდე : “მათ გადაგვიარეს”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მატჩის დასრულების შემდეგ პრესასთან ისაუბრა: “მათ უბრალოდ გადაგვიარეს. საშინელი შედეგია ჩვენთვის და ჩვენი ფანებისთვის. მეტოქემ მოგება დაიმსახურა”
ვალვერდეს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია
“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბართომეუმ გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ერნესტო ვალვერდეზე ისაუბრა.
ლეო მესის სტატისტიკა ბარსელონაში ყველა მწვრთნელის ხელმძღვანელობით
“ბარსელონას” თილისმა ლიონელ მესი საკლუბო დონეზე მეშვიდე მთავარ მწვრთნელთან მუშაობას იწყებს. იმ 14 წლის განმავლობაში, რომელიც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ბლაუგრანას ძირითად შემადგენლობაში გაატარა, იყო როგორც აღმასვლისა და მწვერვალზე ყოფნის პერიოდები, ისე ჩავარდნილი სეზონები. ვიდრე კიკე სეტიენი “ბლაუგრანას” პირველ მატჩში უხელმძღვანელებდეს, საინტერესო იქნება გადავხედოთ, თუ კონკრეტულად რომელი მწვრთნელის ხელში რა წარმატებას მიაღწია არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა. […]
ევროპის 11 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი
თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელებს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როლი აქვთ. ხშირად, სწორედ რომ მწვრთნელის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული ფეხბურთელების სათამაშო ფორმა და გუნდის შედეგი. გუნდის მიერ ნაჩვენებ რეზულტატზე, დადებითსა თუ უარყოფითზე მთავარი მწვრთნელი იღებს პასუხისმგებლობას. ევროპული ფეხბურთის გრანდები საკუთარ მწვრთნელებს კოლოსალურ ანაზღაურებას უნიშნავენ. ზოგიერთი მათგანის წლიური ანაზღაურება კი განსაკუთრებით სოლიდურია.
ვინ შეიძლება შეცვალოს ვალვერდე?
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, დიდი ალბათობით, სეზონის დასრულებისთანავე გუნდს დატოვებს.
გვარდიოლა შესაძლოა ბარსელონაში დაბრუნდეს
“მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელს კონტრაქტის ვადა 2021 წელს ეწურება, თუმცა ამავე კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რისი მიხედვითაც ესპანელ სპეციალისტს შეუძლია 2020 წლის ივნისში კლუბი დატოვოს. აქედან გამომდინარე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვარდიოლა შეიძლება “ბლაუგრანას” დაუბრუნდეს. პეპს სხვადასხვა ინტერვიუებში ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ “ბარსელონაში” არ დაბრუნდება, თუმცა განვლილმა წლებმა გვაჩვენა, რომ გვარდიოლამ საუკეთესო შედეგი “ბარსელონაში” აჩვენა. […]
ვალვერდემ ზიდანზე ისაუბრა
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ მადრიდის “რეალის” ტრიუმფატორი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის დაბრუნებაზე ისაუბრა და ფრანგი სპეციალისტის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.
ვალვერდე: “ლა ლიგას რეალი მოიგებს”
“ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში, ლა ლიგის მოგების ფავორიტი მადრიდის “რეალია.” მისი აზრით, “სამეფო გუნდი” ძალიან მოტივირებულია და ესპანეთში პირველობის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს. ვალვერდეს სიტყვების ფონზე, რამდენიმე დღის წინ ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ლუკა მოდრიჩის დონის ფეხბურთელს, ლა ლიგა მხოლოდ ერთჯერ არ უნდა ჰქონდეს მოგებული. ვალვერდეს გუნდიდან დათხოვნის მომენტში, სატურნირო […]
ვალვერდემ სუარესი შესანიშნავი სიტყვებით შეაფასა
რამდენიმე წუთის წინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი დასრულდა. კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა, რითაც ორთამაშიან დუელში 4:1 გაიმარჯვა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა. “ბლაუგრანას” თავკაცმა, ერნესტო ვალვერდემ მატჩის შემდეგ, სუარესის შეფასებისას ემოციები ვერ დამალა: “ლუისი დიდებული ფორვარდია. ურუგვაელი ყოველთვის იქ ჩნდება, სადაც უნდა იყოს. სუარესი ძალიან აგრესიული და ამბიციურია, ის მუდმივად […]