თელავის კაპიტანი სერბეთის მეოთხეადგილოსან გუნდში გადავიდა 

საფეხბურთო კლუბ “თელავის” კაპიტანი, ანტონ თოლორდავა კარიერას სერბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს და ამ ქვეყნის ერთ-ერთ წარმატებულ კლუბ, “რადნიჩკი ნისს” შეუერთდება.

25 წლის ცენტრალური მცველი კახურ კლუბს უკვე დაემშვიდობა და მალე სერბეთის სუპერ ლიგის წინა სეზონის მეოთხეადგილოსან გუნდს შეუერთდება.

რადნიჩკის” 2022/23 წლების სეზონში UEFA-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის მიღების უფლება ექნება.

“თელავის” შემადგენლობაში გატარებულ თითქმის 5 წელიწადში, ანტონ თოლორდავამ საქართველოს ჩემპიონატში 101 (58 ეროვნულ ლიგაში) შეხვედრა ჩაატარა და 8 (3 ეროვნულ ლიგაში) გოლი გაიტანა.

თელავის კაპიტანი სერბეთის მეოთხეადგილოსან გუნდში გადავიდა 

სტატიის ავტორი
-