ანსუ ფატი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა
“ბარსელონას” ნახევარმცველი ანსუ ფატი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ორი გოლის გატანა სრულწლოვანად გახდომამდე შეძლო. ესპანელმა ფეხბურთელმა თავი ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, უნგრულ “ფერენცვაროშთან” (5:1) გამოიჩინა, როცა ნიდერლანდელი ფრენკიე დე იონგის გადაცემის შემდეგ, 42-ე წუთზე მეტოქეს მეორე გოლი გაუტანა. აქამდე “ფურია როხას” ახალწვეულს წინა სეზონში, 2019 წლის 10 დეკემბერს, “ინტერისთვის” ჰქონდა გატანილი. 17 […]
ანსუ ფატის ულამაზესი, სადებიუტო გოლი ესპანეთის ნაკრებში (ვიდეო)
ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში შევიდა
“ბარსელონას” შემტევი ნახევარმცველი ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. კატალონიური გრანდის აკადემიის აღზრდილი მოთამაშის დებიუტი ეროვნულ გუნდში 3 სექტემბერს, გერმანიის წინააღმდეგ შეხვედრაში შედგა, სადაც მან 2 გოლი გაიტანა, თუმცა ორივე შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაშინ, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ნაკრების მაისური კარიერაში პირველად მატჩის 46-ე წუთზე მოირგო, როცა ის 17 წლის და […]
ბუდუ ზივზივაძე: “ამ შანსს დიდი ხანი ველოდი, ახლა ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული”
საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მსოფლიოს 2022 ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყისი შეხვედრებისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა და შანსი რამდენიმე იმ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა, რომელთათვისაც ნაკრების კარი აქამდე არ გაღებულა. ერთ-ერთი მათგანი ბუდუ ზივზივაძეა. 27 წლის ფეხბურთელს “ჯვაროსნების” მაისურით ოთხ ამხანაგურ მატჩში უთამაშია, თუმცა ვლადიმირ ვაისის მუშაობის ბოლო პერიოდში, მას ეროვნულ გუნდში შანსი არ ეძლეოდა. […]
ბურთის ფლობის მასტერკლასი: ესპანეთის ნაკრების უნიკალური მიღწევა
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის E ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა სევილიაში, “ლა კარტუხაზე” შვედეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და უგოლო ფრე ეთამაშა. აღნიშნულ შეხვედრაში რამდენე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა და “ფურია როხა” რეკორდების მფლობელიც გახდა. ეს ყველაფერი მეტწილად ლუის ენრიკეს დამსახურებაა, რომელმაც გუნდში მიძინებულ ტიკი-ტაკას ახალი სული შთაბერა და ესპანეთის ნაკრებს ბურთის ფლობის უმაღლესი მაჩვენებელიც დააფიქსირებინა. […]
ბუსკეტსი, მორატა და სხვები: საქართველოსთან მატჩისთვის ესპანეთის ნაკრების განაცხადი ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებისთვის, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “ფურია როხას” 24-კაციანი განაცხადი დაასახელა. მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ნახევარფინალში ითამაშა და საუკეთესო ოთხეულში მოხვდა, 7 ცვლილება აქვს. გუნდში კვალვინდებურად არ არის მადრიდის “რეალის” ყოფილი კაპიტანი და ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ცენტრალური […]
გავიხსენოთ: თორნიკე ოქრიაშვილის გამარჯვების გოლი ესპანეთთან (ვიდეო)
გვარდიოლამ დავიდ სილვა უხეშად გააკრიტიკა
Daily Mail-ი ამტკიცებს, რომ “მანჩესტერ სიტისა” და “ვულვერჰემპტონის” მატჩისას (0:2), “ქალაქელების” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის ნახევარმცველი დავიდ სილვა უხეშად გააკრიტიკა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, კატალონიელმა სპეციალისტმა ესპანელი ფეხბურთელი თავისთან მიიხმო და დაუყვირა: “სად არის შენი ფეხები?!” – რითაც გვარდიოლამ სილვას სიზარმაცესა და არასაკმარის სირბილზე მიუთითა. მატჩი სენსაციურად, “მგლების” გამარჯვებით – 2:0 დასრულდა, ესპანეთის ნაკრების […]
გიორგი ბერიძე სიმბოლურში – ნაკრების ახალწვეული უნგრეთში გამოარჩიეს
გიორგი ბერიძე, რომელსაც ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში უხმო, უნგრეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. “კიშვარდასთან” მატჩში მან დეიდებულად ითამაშა, მე-1 და 35ე წუთზე გატანილი გოლებით დუბლი შეასრულა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა”, -წერს უნგრული გამოცემა csakfoci.hu 23 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ. გიორგი ბერიძე მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაში მყოფი ლეგიონერია. “უიპეშტის” ქართველ თავდამსხმელს უნგრეთის ჩემპიონატში 8 […]
გიორგი ლორია: “მიხარია, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ, ტრიბუნაზე ქომაგები გვიბრუნდებიან”
ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარემ, გიორგი ლორიამ კომენტარი გააკეთა. “ფსიქოლოგიურად ყველა მატჩისთვის მზად ვარ, იქნება ეს დიდი დონის გუნდი თუ პატარა, უბრალოდ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მოტივაცია განსაკუთრებულია. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ფსიქოლოგიური წნეხი არ გვაქვს და მოედანზე თავდაჯერებულები გავდივართ. როცა ადამიანთან ერთად ხუთ წელიწადს ატარებ, ეს ბევრ რამეს ცვლის. […]
გიორგი მიქაუტაძის ყველა გოლი მიმდინარე სეზონში (ვიდეო)
დანი ოლმოს ქუჩაში თავს დაესხნენ და დააყაჩაღეს
“ლაიფციგის” და ესპანეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, დანი ოლმო დააყაჩაღეს. ინციდენტი 24 წლის ფეხბურთელის სამშობლოში მოხდა, როცა იგი შვებულების პერიოდს ვალენსიაში ატარებდა. როგორც ესპანური მედია იუწყება, ფეხბურთელმა ძვირადღირებული საათი დაკარგა, რომლის დეტალური ღირებულებაც 30 000 ევროს უდრიდა. მომხდარის დროს, დანი ოლმო ძმასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, რა დროსაც დაშავდა. ოლმოს ესპანეთის ნაკრებში 24 მატჩში 4 […]