მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები “დინამო არენაზე” ესპანეთის ეროვნულ გუნდს, ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს. ვილი სანიოლი თავის ახალ გუნდთან ერთად, სადებიუტო ქულების მოპოვებას ამჯერად “ფურია როხას” წინააღმდეგ შეეცდება. მისია ნამდვილად რთულია, მაგრამ არა შეუსრულებელი, მითუმეტეს, რომ 5 წლის წინ, პირინეელებთან ბოლო შეხვედრისას, მართალია ამხანაგურად, თუმცა მაინც, მეტოქეს – 1:0 ვაჯობეთ. […]