ოფიციალურად: სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ესპანელი ფეხბურთელისთვის სანაკრებო კარიერაში ბოლო დიდი ტურნირი გახლდათ, რის შემდეგაც მან “ფურია როხას” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, 34 წლის ფეხბურთელი საკლუბო კარიერაში ცვლილებისთვისაც ემზადება და უახლოეს თვეებში “ბარსელონას” დატოვებს და “ინტერ მაიამის” წევრი გახდება. სერხიო ბუსკეტსმა ესპანეთის […]
რამოსმა შესაძლოა ოლიმპიადაზე ითამაშოს
მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანს სერხიო რამოსს სურს, რომ 2020 წელს მონაწილეობა როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ისე ოლიმპიურ თამაშებზე მიიღოს. 33 წლის ცენტრალური მცველის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელემა თქვა: “თუ სერხიოს ტოკიში წასვლის შესაძლებლობა მიეცემა, ეს მისთვის დიდი ბედნიერება იქნება. რამოსი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ელოდება. იმ შემთხვევაში, თუ მას ნებას დართავენ, მაშინ ის 23 წელს […]
ესპანეთის ნაკრები: ყველაფერი, რაც ფურია როხას შესახებ უნდა ვიცოდეთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები “დინამო არენაზე” ესპანეთის ეროვნულ გუნდს, ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს. ვილი სანიოლი თავის ახალ გუნდთან ერთად, სადებიუტო ქულების მოპოვებას ამჯერად “ფურია როხას” წინააღმდეგ შეეცდება. მისია ნამდვილად რთულია, მაგრამ არა შეუსრულებელი, მითუმეტეს, რომ 5 წლის წინ, პირინეელებთან ბოლო შეხვედრისას, მართალია ამხანაგურად, თუმცა მაინც, მეტოქეს – 1:0 ვაჯობეთ. […]
ვლადიმერ მამუჩაშვილი: “არც ვფიქრობდი, რომ ნაკრებისკენ წინ ნაბიჯი გადავდგი”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სექტემბერში გასამართი შეხვედრებისთვის ეროვნული გუნდის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ფრანგი სპეციალისტის რჩეულებს შორის 5 დებიუტანტი მოხვდა, მათ შორის ერთ-ერთი “დინამო ბათუმის” ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველი, ვლადიმერ მამუჩაშვილია. აჭარული კლუბის მე-17 ნომერს Live.ge დაუკავშირდა და ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში გამოძახების შესახებ ესაუბრა. “საბურთალოს” ყოფილმა ფეხბურთელმა პირველი ემოციები გაგვიზიარა. “რაც შეეხება მოლოდინს, თავიდან ვიცოდი, რომ […]
რამოსი ხელფასს იკლებს – მადრიდის რეალმა და კაპიტანმა მოლაპარაკება დაიწყეს
მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ამჟამინდელი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. Marca-ს ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” ცენტრალური მცველი, კორონავირუსის ფონზე კლუბში შექმნილ ფინანსურ სირთულეებს აცნობიერებს და მზადყოფნას გამოთქვამს ახალ ხელშეკრულებაში ხელფასი შეიმციროს. მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ სირთულეები არ უნდა წარმოიშვას, რადგან სერხიოს “ბლანკოსების” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან კარგი ურთიერთობა აქვს. რამოსი […]
როგორები იქნებოდნენ ევრო 2020-ის ვარსკვლავები 1970-იან წლებში?
სოციალურ ქსელში პოპულარული საფეხბურთო გვერდი The Football Community-ი სახალისო ფოტო-კოლაჟს აქვეყნებს, რომელშიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ვარსკვლავები 1970-იანი წლების ფეხბურთელების გარეგნობისთვის მახასიათებელი ნიშან-თვისებებით არიან წარმოდგენილნი. აქ კილიან მბაპეს, კრიშტიანუ რონალდუს, ედენ აზარის, ლუკა მოდრიჩისა და სხვათა ფოტოებს შეხვდებით, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება: კილიან მბაპე – საფრანგეთი კრიშტიანუ რონალდუ – პორტუგალია ლუკა მოდრიჩი – ხორვატია ფილ ფოდენი – ინგლისი ფრენკი […]
დანი ოლმოს ქუჩაში თავს დაესხნენ და დააყაჩაღეს
“ლაიფციგის” და ესპანეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, დანი ოლმო დააყაჩაღეს. ინციდენტი 24 წლის ფეხბურთელის სამშობლოში მოხდა, როცა იგი შვებულების პერიოდს ვალენსიაში ატარებდა. როგორც ესპანური მედია იუწყება, ფეხბურთელმა ძვირადღირებული საათი დაკარგა, რომლის დეტალური ღირებულებაც 30 000 ევროს უდრიდა. მომხდარის დროს, დანი ოლმო ძმასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, რა დროსაც დაშავდა. ოლმოს ესპანეთის ნაკრებში 24 მატჩში 4 […]
ვილი სანიოლი: “ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, მეორე ტაიმში ის თამაში ვიხილე, რასაც მომავალში ველოდები”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, შვედეთთან, სტუმრად – 0:1 დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ამ პოზიციაზე მუშაობისას, პირველი მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. “ასეთი მატჩის დასრულებიდან მოკლე დროში კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ ორივე გუნდს გოლის გასატანად კარგი შანსები ჰქონდა, თუმცა მეტოქემ ამ ამოცანას თავი უკეთ გაართვა, რადგან მათ […]
იტალიელებმა ფინალში გასვლა ლეონარდო სპინაცოლას მიუძღვნეს (ვიდეო)
ანდრეს ინიესტა: “ბარსელონაში დაბრუნება მსურს”
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ 2022/23 წლების სეზონის ბოლოს იაპონური “ვისელ კობეს” დატოვება გადაწყვიტა, მოგვიანებით კი თქვა, რომ მშობლიურ “ბარსელონაში” დაბრუნება სურს. “მინდა ფეხბურთის თამაში გავაგრძელო. ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია ამის გაკეთება. როგორც არაერთხელ ვთქვი, მსურს დავბრუნდე “ბარსელონაში” ჩემი ცხოვრების რაღაც მომენტში, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქამდე ჯერ კიდევ […]
ოფიციალურად: ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდა
ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, რომ შეიძლებოდა ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებულიყო. ახლა კი, აღნიშნული ინფორმაცია ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა. “ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა “ფურია როხა” მარტში, სერიოზული ოჯახური პრობლემების გამო დატოვა. მისი 9 წლის გოგონა მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა და სექტემბერში ძვლის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა ადრე თქვა, მას სურდა […]
28 მარტი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები “დინამო არენაზე” ესპანეთის ეროვნულ გუნდს, ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს. საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა 28 მარტს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. იქამდე, ვიდრე ვილი სანიოლის გუნდი მოედანზე გავა და 2021 წელს პირველი ქულების მოპოვებას შეეცდება, საინტერესოა გავიხსენოთ, თუ როგორია 28 მარტი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. “ჯვაროსნებს” არსებობის […]