ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი: “საქართველოს უკეთესი თავდამსხმელი სჭირდება”
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ტურის შეხვედრაში, “დინამო არენაზე”, საქართველოსთან ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვულაიდმა კომენტარი გააკეთა. “საქართველოს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს და დღეს ისინი თამაშის მსვლელობას აკონტროლებდნენ. უკეთესი შედეგის მისაღწევად მათ ძლიერი თავდამსხმელი სჭირდება. უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად არსებული რესურსი არ გვეყო, თუმცა ბევრი ვიბრძოლეთ და დაცვაში სწორი თამაშით ფრეს […]
ვლადიმირ ვაისი: “შედეგის წინასწარმეტყველება ძალიან რთულია”
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის დაწყებამდე, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ტალინში პრესკონფერენცია გამართა და ესტონელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. სლოვაკი სპეციალისტის სიტყვებს soccernet.ee-ი ავრცელებს. “ადვილი დრო ნამდვილად არ გვიდგას. ძალიან რთულია მატჩის შედეგის წინასწარ პროგნოზირება, რადგან ჩვენ საკადრო პრობლემები გვაქვს, ესტონელებსაც ერთი თავდამსხმელი აკლიათ. ამ შემთხვევაში ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვიყენებთ. ტურნირის პირველი მატჩი […]
თორნიკე ოქრიაშვილი: “მეტოქის ბევრ მატჩს ვუყურეთ და სისუსტეები კარგად შევისწავლეთ”
საქართველო-ესტონეთის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ესტონელი ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმაც უპასუხა. “ძალიან გვსურს და დიდი იმედიც გვაქვს, რომ ამ შეხვედრას გამარჯვებით დავასრულებთ. ბოლო კვირის განმავლობაში, ესტონეთის ნაკრების რამდენიმე მატჩს ვუყურეთ და ჩვენი მეტოქის სისუსტეები კარგად შევისწავლეთ, თუმცა ახლა მათზე საუბარს არ ვაპირებ. ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვაკლია. ბოლოს ერთმანეთს ათი თვის წინ შევხვდით. […]
რა შეფასება დაუწერეს უცხოურმა გამოცემებმა ქართველ ფეხბურთელებს?
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის პირველი ტურის დასრულების შემდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი სტუმრად, ნიკა კაჭარავას გოლის წყალობით – 1:0 დაამარცხა, წამყვანმა სტატისტიკურმა გამოცემებმა ქართველი ფეხბურთელების თამაში შეაფასეს. აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც საგოლე გადაცემაც გააკეთა და უდიდესი სამუშაოც შეასრულა. SofaScore-მა და Whoscored-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შემდეგი შეფასება დაუწერეს. SofaScore […]
რამაზ სვანაძე: “ეს ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, ბევრ ცვლილებას არ გპირდებით”
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონს საქართველოს ნაკრები ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. წლის ბოლო მატჩში ეროვნულ გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც მატჩამდე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ჩემთვის ამ მდგომარეობაში ეროვნული ნაკრების გაძღოლა უდიდესი პატივია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს ნდობის მანდატი მომანიჭა. ჩემთვის ეს აბსოლუტური მოულოდნელობა იყო. სასიამოვნო სიურპრიზი. გუნდში გვაქვს რამდენიმე […]
რამაზ სვანაძე: “შედეგით კმაყოფილები არ ვართ, თუმცა ამ გუნდს პერსპექტივა აქვს”
2020 წლის ბოლო შეხვედრაში, “დინამო არენაზე”, ესტონეთთან ნათამაშები ფრეს (0:0) შემდეგ, საქართველოს ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ესტონეთთან სახლში ნათამაშები ფრით კმაყოფილები არ ვართ. რეალურად, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, უპირატესობას ვფლობდით. მთლიანობაში, ძალიან რთული შეკრება გამოვიდა. ფსიქოლოგიურად ბიჭები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ის, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ამ გუნდს […]
საქართველო – საბერძნეთის მატჩის მსაჯის ვინაობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს, საბერძნეთის ეროვნულ გუნდს ბათუმში, ახალ, ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, შეხვედრის სამსაჯო ბრიგადა, რომელიც ლიეტუველი და ნიდერანდელი ოფიციალური პირებითაა დაკომპლექტებული. მატჩის მთავარი არბიტრი ლიეტუველი დონატას რუმსასია, რომელსაც თანამემამულე ალექსანდრ რადიუსი და დოვიადის სუზიედელისი ეხმარებიან, ასევე ლიეტუველია მეოთხე სათადარიგო მსაჯი რობერტას სმიტასი. VAR-ზე ორი ნიდერლანდელი არბიტრი იოჰემ […]