უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის დასკვნითი ტურის მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ქართულ ფეხბურთში ბოლო ხანს შექმნილი მძიმე სიტუაციის შესახებაც ისაუბრა. “ჩემს თავს იმის უფლებას მივცემ, რომ დღეს გუნდის სახელით ვისაუბრო. პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ჩვენს ყოფილ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს, რომელმაც ბევრი დადებითი მოგვიტანა. მის ხელში გამოჩნდა ბევრი […]