საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალიასთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. “ის ფაქტი, რომ შეგვიძლია პორტუგალია ამ მატჩის შემდეგ ტურნირს გამოვთიშოთ, ჩვენს მოტივაციას არ ზრდის. ჩვენი ამოცანა მაქსიმალური შედეგის მიღწევაა. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო მაღალი პოზიცია დავიკავოთ ჯგუფში და შედეგად, უფრო მოსახერხებელი მეტოქე მივიღოთ 1/8-ფინალში. ჩვენ უკვე მოვიპოვეთ პლეი-ოფის […]