ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” – 3:0 აჯობა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლეონარდო სპინაცოლა დასახელდა. “ემოციები ავტობუსში, სტადიონისკენ მომავალ გზაზე, ქუჩაში მყოფი ხალხის დანახვისას დაიწყო. ეს იყო შესანიშნავი თამაში. ჩვენ მოთმინებით ვითამაშეთ, ბურთი კარგად გავაკონტროლეთ და გადავიტანეთ ფლანგიდან ფლანგზე. შემდეგ, ტრიბუნაზე ჩემი შვილი დავინახე და ეს ძალიან ემოციური […]