შროდერი მზადაა, თავისი მედალი გადასცეს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, რომელიც ევრობასკეტის განაცხადში ვერ მოხვდა
გერმანიის ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა, დენის შროდერმა, ევრობასკეტზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედალზე ისაუბრა. 29 წლის კალათბურთელის თქმით, მზადაა, თავისი მედალი ნაკრების ყოფილ კაპიტანს, რობინ ბენცინგს გადასცეს, რომელიც ზაფხულში ეროვნულ გუნდთან ერთად იყო, თუმცა ევრობასკეტის განაცხადში ვერ მოხვდა. ,,იმ 8-9 წლის განმავლობაში, რაც გერმანიის ნაკრებში ვარ, სწორედ ამისთვის ვმუშაობდით. რაღაც მსგავსის მიღწევა გვინდოდა. რა თქმა უნდა, ოქროს მოპოვება […]
ევრობასკეტის MVP ვილი ერნანგომესი გახდა
ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრი, ვილი ერნანგომესი დასახელდა. 28 წლის კალათბურთელი ევრობასკეტზე ჩატარებულ 9 შეხვედრაში საშუალოდ 17,2 ქულას, 6,9 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ცენტრმა საფრანგეთთან ფინალურ მატჩში 14 ქულასა და 8 მოხსნას მოუყარა თავი. ფინალის MVP ვილის ძმა, ხუანჩო ერნანგომესი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში 27 ქულა, 5 მოხსნა და 2 […]
მეოთხედ ისტორიაში – ესპანეთი ევროპის ჩემპიონია
ევროპის ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. სერჯო სკარიოლოს გუნდმა ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთს 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:76 მოუგო და ევრობასკეტის გამარჯვებული ისტორიაში მეოთხედ გახდა. ესპანელებს ხუანჩო ერნანგომესმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 14 ქულა და 8 მოხსნა იყო ვილი ერნანგომესის ანგარიშზე. საფრანგეთის შემადგენლობაში 23 ქულით, 3 მოხსნით, 2 პასითა და 1 […]
გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ევრობასკეტის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთს 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 82-69 მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გერმანელთა შემადგენლობაში ტრადიციულად დენის შროდერი გამოირჩა, რომელმაც 26 ქულას, 6 შედეგიან გადაცემას, 2 ჩაჭრასა და 1 მოხსნას მოუყარა თავი. 14 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა იყო იოანეს ვოიტმანის ანგარიშზე. პოლონეთს 18 ქულით, 6 […]
დირკ ნოვიცკიმ ევრობასკეტის ფინალური მატჩის ფავორიტი დაასახელა
ლეგენდარულმა გერმანელმა კალათბურთელმა, დირკ ნოვიცკიმ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,ეს დიდი ვარსკვლავების სენსაციური მარცხის ტურნირია. დარჩა ორი დიდებული ნაკრები, რომლებსაც სუპერვარსკვლავი არ ჰყავთ. სიმართლე გითხრათ, შედეგი, ისევე როგორც მთელი ტურნირის განმავლობაში, ამ მატჩშიც, არაპროგნოზირებადია. თუმცა, თუ ერთი გუნდი უნდა დავასახელო, საფრანგეთს ავირჩევდი. როგორც უკვე აღვნიშნე, ორივე ნაკრები თანაბარი ძალისაა. საკუთარი თავის წარმოჩენა თითოეულ კალათბურთელს […]
რუდი ფერნანდესი: ,,აქ იმისთვის ვართ, რომ ფინალისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ”
ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, რუდი ფერნანდესმა, ევრობასკეტის ფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდი საფრანგეთს შეხვდება: ,,უდავოა, რომ ეს განსაკუთრებული ფინალია. აქ იმისთვის ვართ, რომ ტურნირის ბოლო მატჩისგან, რომელშიც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდს ვხვდებით, მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომენტით დავტკბეთ და პარკეტი თავაწეულებმა დავტოვოთ. ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელები ბედნიერები არიან, ამას ვხედავ. შეხვედრას მოუთმენლად ელიან. […]
სკარიოლო ფინალში გასვლაზე: ,,ეს მედალი, ალბათ, ყველაზე ნაკლებმოსალოდნელი იყო”
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჯო სკარიოლომ, მისი გუნდის ევრობასკეტის ფინალში გასვლაზე ისაუბრა: ,,ჩემი კალათბურთელებისთვის მისალოცად სიტყვებს ვერ ვპოულობ. მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბეს. ეს მედალი, ალბათ, ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა. ეს ყველაფერი შრომისმოყვარეობის, ერთიანობის, გუნდური კალათბურთისა და საკუთარ შესაძლებლობებზე გადაბიჯების დამსახურებაა. საფრანგეთს ყოველთვის სუპერ გუნდი ჰყავს, NBA-ისა და ევროლიგის ვარსკვლავებით. პატივს […]
მეათედ ისტორიაში – ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მასპინძელი გერმანია 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 96:91 დაამარცხა და ფინალში გავიდა. სკარიოლოს გუნდს 29 ქულით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 2 მოხსნით ლორენცო ბრაუნმა ულიდერა. 16 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი იყო ვილი ერნანგომესის ანგარიშზე. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში 30 ქულით, 8 ასისტით, 2 ჩაჭრითა და 1 მოხსნით დენის […]
ევრობასკეტის პირველი ფინალისტი – საფრანგეთმა პოლონეთს 41 ქულით მოუგო
ევრობასკეტის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთი 41-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 95-54 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ფრანგების შემადგენლობაში 22 ქულით, 4 მოხსნითა და 2 ჩაჭრით გერშონ იაბუსელე გამოირჩა. 10 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა იყო ევან ფურნიეს ანგარშზე. პოლონეთს 9 ქულით, 2 მოხსნით და 2 ასისტით სლოტერმა ულიდერა. საფრანგეთის ნაკრები, რომელსაც ევრობასკეტი […]
სკარიოლო: ,,გერმანია ევრობასკეტის საუკეთესო გუნდია”
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჯო სკარიოლომ, გერმანიასთან გასამართ ნახევარფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,არსებობს კმაყოფილების განცდა იმის გამო, რომ ასეთი რთული ტურნირის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით. თუმცა, ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ. ამჯერად გერმანია ევრობასკეტის საუკეთესო ნაკრებია, არამხოლოდ მათი სიძლიერის, არამედ მათი თამაშის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი ფაქტორი ისიცაა, რომ ისინი საკუთარ დარბაზში თამაშობენ. ატმოსფერო კალათბურთელებსა და მსაჯებზე იმოქმედებს. […]
პოცეკომ სერბეთთან მოგების შემდეგ, კალათბურთელებს საკუთარი საკრედიტო ბარათი მისცა
იტალიის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯანმარკო პოცეკომ, სერბეთთან სენსაციურ მოგებაზე ისაუბრა. სპეციალისტმა კალათბურთელებს გამარჯვების აღსანიშნად საკუთარი საკრედიტო ბარათი მისცა: ,,ეს იტალიის კალათბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა, იმაზე დიდიც, ვიდრე 2004 წელს, ათენის ოლიმპიადის ნახევარფინალში, ლიეტუვასთან, როცა პარკეტზე მეც ვიყავი. მელი მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელია, ასე ვფიქრობ და ამის მჯერა… მას წარმოუდგენელი IQ აქვს და მისნაირი არავინ […]
ევრობასკეტ2022 | ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია
საბერძნეთისა და ჩეხეთის შეხვედრით, რომელშიც იტუდისის გუნდმა 94:88 იმარჯვა, ევრობასკეტის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლას 8 ნაკრები აგრძელებს: გერმანია – საბერძნეთი ესპანეთი – ფინეთი სლოვენია – პოლონეთი საფრანგეთი – იტალია მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 13 და 14 სექტემბერს გაიმართება. Epic battles everywhere ⚔️ The #EuroBasket Quarter-Finals are set ✅ pic.twitter.com/VtTHauwWU3 — #EuroBasket 2022 (@EuroBasket) September […]