საქართველოს ნაკრების შანსი – ბელგიამ ბულგარეთს მოუგო
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთს 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 89:80 მოუგო და პლეი-ოფში გავიდა. ბელგიელებს 25 ქულით, 7 მოხსნით და 3 შედეგიანი გადაცემით რეტინ ობასოჰანმა ულიდერა. 20 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა იყო ემანუელ ლეკომტის ანგარიშზე. ბულგარელთა შემადგენლობაში ტრადიციულად საშა ვეზენკოვი გამოირჩა, რომელმაც 26 ქულას, 13 მოხსნას, […]
სკარიოლო ფინალში გასვლაზე: ,,ეს მედალი, ალბათ, ყველაზე ნაკლებმოსალოდნელი იყო”
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჯო სკარიოლომ, მისი გუნდის ევრობასკეტის ფინალში გასვლაზე ისაუბრა: ,,ჩემი კალათბურთელებისთვის მისალოცად სიტყვებს ვერ ვპოულობ. მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბეს. ეს მედალი, ალბათ, ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა. ეს ყველაფერი შრომისმოყვარეობის, ერთიანობის, გუნდური კალათბურთისა და საკუთარ შესაძლებლობებზე გადაბიჯების დამსახურებაა. საფრანგეთს ყოველთვის სუპერ გუნდი ჰყავს, NBA-ისა და ევროლიგის ვარსკვლავებით. პატივს […]
დონჩიჩის ფენომენალური მატჩი – სლოვენიელმა საფრანგეთს 47 ქულა ჩაუგდო
ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის დასკვნითი ტურის შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა, სლოვენიის ნაკრებმა, საფრანგეთი 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88-82 დაამარცხა. საოცარი მატჩი ჩაატარა, ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც 47 ქულას, 7 მოხსნას, 5 ასისტსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. ევრობასკეტზე ერთ თამაშში მოგროვებული 47 ქულა ისტორიაში მეორე შედეგია (რეკორდი, 63 ქულა, ბელგიელ ედი ტერასს ეკუთვნის). ლუკამ 12-დან 9 ორქულიანი, 11-დან […]
რუდი ფერნანდესი: ,,აქ იმისთვის ვართ, რომ ფინალისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ”
ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, რუდი ფერნანდესმა, ევრობასკეტის ფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდი საფრანგეთს შეხვდება: ,,უდავოა, რომ ეს განსაკუთრებული ფინალია. აქ იმისთვის ვართ, რომ ტურნირის ბოლო მატჩისგან, რომელშიც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდს ვხვდებით, მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომენტით დავტკბეთ და პარკეტი თავაწეულებმა დავტოვოთ. ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელები ბედნიერები არიან, ამას ვხედავ. შეხვედრას მოუთმენლად ელიან. […]
5-დან 5 მოგება და პირველი ადგილი ჯგუფში – საბერძნეთმა ესტონეთს 21 ქულით მოუგო
ევრობასკეტის C ჯგუფის დასკვნით ტურში საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთი 21-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 90-69 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი 5 გამარჯვებით დაასრულა. კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ბერძნების სუპერვარსკვლავმა იანის ანტეტოკუმპომ, რომელმაც არასრულ 20 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. იანისმა 9-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო […]
დირკ ნოვიცკიმ ევრობასკეტის ფინალური მატჩის ფავორიტი დაასახელა
ლეგენდარულმა გერმანელმა კალათბურთელმა, დირკ ნოვიცკიმ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,ეს დიდი ვარსკვლავების სენსაციური მარცხის ტურნირია. დარჩა ორი დიდებული ნაკრები, რომლებსაც სუპერვარსკვლავი არ ჰყავთ. სიმართლე გითხრათ, შედეგი, ისევე როგორც მთელი ტურნირის განმავლობაში, ამ მატჩშიც, არაპროგნოზირებადია. თუმცა, თუ ერთი გუნდი უნდა დავასახელო, საფრანგეთს ავირჩევდი. როგორც უკვე აღვნიშნე, ორივე ნაკრები თანაბარი ძალისაა. საკუთარი თავის წარმოჩენა თითოეულ კალათბურთელს […]
ევრობასკეტ2022 | პლეი-ოფის ყველა წყვილი ცნობილია
დღეს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. მომავალ ეტაპზე, რომელიც ბერლინში გაიმართება, მონაწილეობას 16 ნაკრები მიიღებს. მერვედფინალური წყვილები ასე გადანაწილდა: გერმანია – მონტენეგრო საბერძნეთი – ჩეხეთი ესპანეთი – ლიეტუვა ფინეთი – ხორვატია სლოვენია – ბელგია უკრაინა – პოლონეთი თურქეთი – საფრანგეთი სერბეთი – იტალია საპლეიოფო მატჩები შაბათს, 10 სექტემბერს დაიწყება. View this post on Instagram A […]
გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ევრობასკეტის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთს 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 82-69 მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გერმანელთა შემადგენლობაში ტრადიციულად დენის შროდერი გამოირჩა, რომელმაც 26 ქულას, 6 შედეგიან გადაცემას, 2 ჩაჭრასა და 1 მოხსნას მოუყარა თავი. 14 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა იყო იოანეს ვოიტმანის ანგარიშზე. პოლონეთს 18 ქულით, 6 […]
სლოვენია 88:72 ბელგია (მიმოხილვა)
მეოთხედ ისტორიაში – ესპანეთი ევროპის ჩემპიონია
ევროპის ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. სერჯო სკარიოლოს გუნდმა ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთს 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:76 მოუგო და ევრობასკეტის გამარჯვებული ისტორიაში მეოთხედ გახდა. ესპანელებს ხუანჩო ერნანგომესმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 14 ქულა და 8 მოხსნა იყო ვილი ერნანგომესის ანგარიშზე. საფრანგეთის შემადგენლობაში 23 ქულით, 3 მოხსნით, 2 პასითა და 1 […]
მოგება ოვერტაიმში – ესპანეთმა ლიეტუვა დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა
ევრობასკეტის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში ესპანეთმა ლიეტუვას ოვერტაიმში, ანგარიშით 102:94 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 83:83 დასრულდა. ლიეტუველები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ, თუმცა გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედის ბოლო წუთები გამოდგა, რომელშიც უკეთესი ესპანეთი იყო. გამორჩეული თამაში ჩაატარა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების უკანახაზელმა, ლორენცო ბრაუნმა – გამთამაშებელმა 28 ქულას, 8 ასისტს, 3 მოხსნასა და […]
ევრობასკეტის MVP ვილი ერნანგომესი გახდა
ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრი, ვილი ერნანგომესი დასახელდა. 28 წლის კალათბურთელი ევრობასკეტზე ჩატარებულ 9 შეხვედრაში საშუალოდ 17,2 ქულას, 6,9 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ცენტრმა საფრანგეთთან ფინალურ მატჩში 14 ქულასა და 8 მოხსნას მოუყარა თავი. ფინალის MVP ვილის ძმა, ხუანჩო ერნანგომესი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში 27 ქულა, 5 მოხსნა და 2 […]