რუსეთის ფედერაციის ბარბაროსული ქმედებებისა და უკრაინაში წარმოებული ომის გამო, პრაქტიკულად ყველა სპორტულმა ორგანიზაციამ რუსეთის ნაკრები და სპორტული კლუბები დასაჯა. გამონაკლისი არც FIBA-მ დაუშვა, რომელმაც რუსეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტიდან მოკვეთა. FIBA-ს წესდების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ნაკრები ევრობასკეტიდან იხსნება, მის ადგილს ის ნაკრები იკავებს, რომელსაც საკვალიფიკაციო ტურნირში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ევრობასკეტის საგზურს […]