თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი FIBA-ს, საქართველოში მომხდართან დაკავშრებით, აკრიტიკებს
თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჰედო თურქოღლუმ ქორქმაზის ინციდენტის გამო, როგორც ქართული მხარე, ისე FIBA-ც გააკრიტიკა. „ჩემი აზრით, ფიბა დღითიდღე კარგავს რეპუტაციას მსაჯების შეცდომებისა და ორგანიზებულობის თვალსაზრისით. მითუმეტეს, როცა ტურნირის მიმდინარეობისას, საქართველოსა და გერმანიაში განვითარებულ მოვლენებს ვუყურებთ, ნათლად ჩანს, რომ ფიბა დღითიდღე კარგავს მის ძალას. ეს სკანდალია ევროპული კალათბურთისთვის. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის. აღსანიშნავია, რომ ფიბა […]
ესპანეთის ნაკრებმა მონტენეგრო მარტივად დაამარცხა
დღეს ევრობასკეტზე ჩვენს ჯგუფში ორი შეხვედრა გაიმართა. პირველი მატჩი თურქეთსა და ბელგიას შორის გაიმართა, სადაც ატამანის გაწვრთნილმა გუნდმა მოწინააღმდეგე მარტივად 63:78 დაამარცხა. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, აქ ესპანეთმა ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე მონტენეგრო 17 ქულიანი უპირატესობით, 65:82 დაამარცხა. ამ გამარჯვებით სკარიოლოს გუნდმა 7 ქულა მოაგროვა და ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. ხვალ მონტენეგროს ნაკრების საქართველოს დაუპირისპირდება. […]
ევრობასკეტის სათამაშო დღის დასასრული საინტერესო აღმოჩნდა
ახლახანს დასრულდა დღევანდელი სათამაშო დღის ბოლო შეხვედრები ევრობასკეტზე, სადაც სერბებმა ფინელები დამაჯერებლად 100:70 დაამარცხეს. იტალიამ კი მილანში უკრაინის წინააღმდეგ ითამაშა და აღნიშნულ შეხვედრაში დამარცხდა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, სადაც ლიდერი არაერთხელ შეიცვალა. მატჩის საწყის წუთებში იტალიელები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, თუმცა, უკრაინელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფეხდაფეხ მისდევდნენ. საბოლოოდ ბაგაცკისის გუნდმა მოახერხა და მატჩის სადავეები ხელთ იგდო, […]
FIBA-მ თურქეთის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, თურქთა მთავარ მწვრთნელს ერგინ ატამანს სხვადასხვა საკითხზე ჰქონდა პრეტენზია. მან განაცხადა, რომ ყველაფერს გაასაჩივრებდა და FIBA-ს საქმეში ჩართვას სთხოვდა. ატამანი ყველაზე მეტად ყურადღებას იმ ეპიზოდზე ამახვილებდა, სადაც სანაძისა და კორკმაზის დაპირისპირების დროს, არბიტრებს ტაბლოს გაჩერება დაავიწყდათ. ფიბამ თურქეთის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ 22 წამის დაკლების შემთხვევაში ტექნიკური შეცდომა მოხდა მსაჯის […]
ევან ფურნიე FIBA-ს ცვლილებებისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა ევან ფურნიემ FIBA-ს ევრობასკეტის პროგრამის შეცვლისკენ მოუწოდა, რათა მოთამაშეებმა მატჩიდან მატჩამდე დასვენება შეძლონ. ზოგჯერ კალათბურთელებს 24 საათზე ნაკლები აქვთ, რომ შემდეგი შეხვედრისთვის ძალები აღიდგინონ. “NBA-სგან განსხვავებით, ევრობასკეტზე ნალები თამაშია და ინტენსივობაც მეტია. როდესაც თამაში 20:30 საათზეა ჩანიშნული, როგორც წესი, დაძინება ღამის 3 საათზე გიწევს. ეს მართლაც დიდი გამოწვევაა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ […]
საბერძნეთის ნაკრებმა ბრიტანეთი მარტივად დაამარცხა
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ შეხვედრაში საკუთარ გუნდს იანის ანტეტოკუნმპო ვერ ეხმარებოდა, ბერძნებმა ბრიტანეთი მარტივად დაამარცხეს. დიდმა ბრიტანეთმა მატჩის 23-ე წუთზე 51:50 დაწინაურება მოახერხა – ეს იყო საუკეთესო, რაც მათ აღნიშნულ შეხვედრაში შეძლეს. საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა იანისი ამ მატჩში დაასვენა, თუმცა, გუნდმა მის გარეშეც შეძლო დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. აღნიშნული შეხვედრა დიდი ბრიტანეთის ნაკრებმა 93:77 დათმო. ბერძნების […]
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც თურქეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საქციელი პროვოკაციად შეაფასა. ქართული მხარე აპირებს, რომ კითხვებს უპასუხოს და ყველაფერს ნათელი მოჰფინოს. ” საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამოხატავს თავის აღშფოთებას თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების გამო, მისი ქმედება მიმართული იყო სიტუაციის გამწვავებისაკენ, იგი არ ერიდებოდა უხამს ჟესტიკულაციას, როგორც თამაშის […]
თურქეთი ევრობასკეტის დატოვებას არ აპირებს- ატამანი უსაფრთხო გარემოს ითხოვს
გუშინდელ მატჩში დაფიქსირებული ინციდენტის შემდეგ, თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერგინ ატამანმა FIBA მკაცრად გააკრიტიკა. თურქების თავკაცს ძალიან არ მოსწონს თბილისში არსებული ვითარება. „უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკუთარი შეცდომების გამო დავმარცხდით. მე ვამაყობ ბიჭების ბრძოლით. ეს ახალგაზრდა გუნდია და მომწონს ის ატმოსფერო, რომელიც გუნდში ტრიალებს. რა თქმა უნდა, მომხდარმა ინციდენტებმა დიდი გავლენა მოახდინა მატჩზე […]
ევრობასკეტი | ისრაელი 89:87 ფინეთი | მიმოხილვა
ევრობასკეტზე D ჯგუფში პირველი მატჩი შედგა, სადაც ისრაელის ნაკრებმა, ფინეთის ნაკრები 2-ქულიანი სხვაობით 89:87 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისრაელი-ფინეთის მატჩში ოვერტაიმში გადავიდა, ძირითადი დრო კი 79:79 დასრულდა. ორივე ნაკრების შემადგენლობაში გამორჩეული ფინელი – ლაური მარკანენი იყო, რომელიც NBA-ში “იუტა ჯაზის” ღირსებას იცავს. 25 წლის კალათბურთელის ანგარიშზე 33 ქულა […]
ევრობასკეტი | უკრაინა 90:61 დიდი ბრიტანეთი | მიმოხილვა
ევრობასკეტზე C ჯგუფში პირველი მატჩი შედგა, სადაც უკრაინის საკალათბურთო ნაკრებმა, დიდი ბრიტანეთი 29 ქულიანი სხვაობით 90:61 გაანადგურა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინელებმა ბრიტანელები ყველა მეოთხედში დაამარცხეს. ორივე ნაკრების შემადგენლობაში გამორჩეული უკრაინელი – სვიატოსლავ მიხალიუკი იყო, რომელიც NBA-ში “ტორონტოს” ღირსებას იცავს. 25 წლის კალათბურთელის ანგარიშზე 17 ქულა, 5 მოხსნა და […]
FIBA Eurobasket 2022 – ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების სიძლიერე
FIBA Eurobasket 2022-ის დაწყებამდე 48 საათზე ნაკლებია დარჩენილი – იდეალური დროა იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატში მონაწილე 24 გუნდის სიძლიერეს გადავხედოთ. Eurobasket-ზე მონაწილე ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, საკალათბურთო გუნდების შემადგენლობა უკვე გამოაქვეყნა. შესაბამისად, გულშემატკივრებსა და მიმომხილველებს საშუალება მიეცათ გაიგონ, თუ ვისი ნახვა იქნება შესაძლებელი უდიდეს სცენაზე. Eurobasket 2022-ზე, რომლის თანამასპინძელი საქართველოა, ევროპის 24 რჩეული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. […]
თურქეთის ნაკრებმა ევრობასკეტისთვის შემადგენლობა დაასახელა
თბილისში გამომგზავრებამდე თურქეთის ნაკრებმა იმ კალათბურთელების სია გამოქავეყნა, რომლებიც ევრობასკეტზე მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ ტურნირზე, ნიჭიერი ახალგაზრდა კალათბურთელის, 20 წლის ალფერენ შენგუნის დებიუტი შედგება. ასევე პირველ შეხვედრას გამართავს ევრობასკეტზე შეინ ლარკინი. შეგახსენებთ, რომ თურქეთის საკალათბურთო გუნდი ევრობასკეტზე A ჯგუფში იასპარეზებს, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. სწორედ ამ ჯგუფში ასპარეზობს საქართველოს ნაკრები. ქართულ-თურქული დაპირისპირება 4 სექტემბერს, […]