გიორგი ცინცაძის ულამაზესი პასი და გაოგნებული კომენტატორი (ვიდეო)
გოგა ბითაძე: “ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველებმა იამაყონ”
თბილისი (საქართველო) – გოგა ბითაძეს სჯერა, რომ Eurobasket 2022-ზე საქართველოს ხმაურის გამოწვევა შეუძლია, რადგან ამ ზაფხულის მიწურულს, ქვეყანა განსაკუთრებულ ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქი – თბილისი, ერთ-ერთია იმ ოთხ ქალაქს შორის, რომელიც ევროპის უპრესტიჟულესი სანაკრებო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ბითაძე მოუთმენლად ელის შესაძლებლობას, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ნიჭის გამოვლენა შეძლონ. “ეს ძალიან კარგია […]
დანილო გალინარი ევრობასკეტს გამოტოვებს
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი ვარსკვლავი, დანილო გალინარი საკუთარ გუნდს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. ინფორმაციას იტალიის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გალინარიმ ტრავმა გუშინ, საქართველოსთან მატჩის მესამე მეოთხედში მიიღო. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, დანილოს მენისკი აქვს დაზიანებული, რამაც მისი ევრობასკეტზე თამაში საბოლოოდ გამორიცხა. ფაქტს სოციალურ ქსელში თავად გალო გამოეხმაურა და მის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები […]
ევან ფურნიე FIBA-ს ცვლილებებისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა ევან ფურნიემ FIBA-ს ევრობასკეტის პროგრამის შეცვლისკენ მოუწოდა, რათა მოთამაშეებმა მატჩიდან მატჩამდე დასვენება შეძლონ. ზოგჯერ კალათბურთელებს 24 საათზე ნაკლები აქვთ, რომ შემდეგი შეხვედრისთვის ძალები აღიდგინონ. “NBA-სგან განსხვავებით, ევრობასკეტზე ნალები თამაშია და ინტენსივობაც მეტია. როდესაც თამაში 20:30 საათზეა ჩანიშნული, როგორც წესი, დაძინება ღამის 3 საათზე გიწევს. ეს მართლაც დიდი გამოწვევაა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ […]
ევრობასკეტზე მამუკელაშვილი მოხსნებში ერთ-ერთი საკეთესო იყო
ქართველი კალათბურთელისთვის ეს ევრობასკეტი ნამდვილად გამორჩეული იყო. ყველა შეხვედრაში სანდრო გუნდს ლიდერობდა და პარკეტზე ბოლომდე იხარჯებოდა. მან გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა და კალათბურთის სამყაროსაც უკეთ გააცნო თავი. ქართველი ფორვარდის კარგი თამაში სტატისტიკაშიც აისახა. 23 წლის კალათბურთელი ევრობაკეტზე მოხსნებში ერთ-ერთი საუკეთეო იყო. ის ერთ მატჩში საშუალოდ 11 მოხსნას აგროვებდა. სანდროზე კარგი შედეგი მხოლოდ ბულგარელმა საშა […]
ევრობასკეტი | ისრაელი 89:87 ფინეთი | მიმოხილვა
ევრობასკეტზე D ჯგუფში პირველი მატჩი შედგა, სადაც ისრაელის ნაკრებმა, ფინეთის ნაკრები 2-ქულიანი სხვაობით 89:87 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისრაელი-ფინეთის მატჩში ოვერტაიმში გადავიდა, ძირითადი დრო კი 79:79 დასრულდა. ორივე ნაკრების შემადგენლობაში გამორჩეული ფინელი – ლაური მარკანენი იყო, რომელიც NBA-ში “იუტა ჯაზის” ღირსებას იცავს. 25 წლის კალათბურთელის ანგარიშზე 33 ქულა […]
ევრობასკეტი | უკრაინა 90:61 დიდი ბრიტანეთი | მიმოხილვა
ევრობასკეტზე C ჯგუფში პირველი მატჩი შედგა, სადაც უკრაინის საკალათბურთო ნაკრებმა, დიდი ბრიტანეთი 29 ქულიანი სხვაობით 90:61 გაანადგურა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინელებმა ბრიტანელები ყველა მეოთხედში დაამარცხეს. ორივე ნაკრების შემადგენლობაში გამორჩეული უკრაინელი – სვიატოსლავ მიხალიუკი იყო, რომელიც NBA-ში “ტორონტოს” ღირსებას იცავს. 25 წლის კალათბურთელის ანგარიშზე 17 ქულა, 5 მოხსნა და […]
ევრობასკეტის სათამაშო დღის დასასრული საინტერესო აღმოჩნდა
ახლახანს დასრულდა დღევანდელი სათამაშო დღის ბოლო შეხვედრები ევრობასკეტზე, სადაც სერბებმა ფინელები დამაჯერებლად 100:70 დაამარცხეს. იტალიამ კი მილანში უკრაინის წინააღმდეგ ითამაშა და აღნიშნულ შეხვედრაში დამარცხდა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, სადაც ლიდერი არაერთხელ შეიცვალა. მატჩის საწყის წუთებში იტალიელები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, თუმცა, უკრაინელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფეხდაფეხ მისდევდნენ. საბოლოოდ ბაგაცკისის გუნდმა მოახერხა და მატჩის სადავეები ხელთ იგდო, […]
ენტონი სლოტერი: “დღევანდელი საღამო მთელი ცხოვრება გვემახსოვრება”
სლოვენიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პოლონეთის ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა, მატჩის შემდგომი კომენტარი მის ვაჟთან ერთად გააკეთა. სლოტერის თქმით, 2022 წლის ევრობასკეტი სრული სიგიჟეა. “ეს ევრობასკეტი სრული სიგიჟეა. საოცარი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს არის ის, რაც ჩვენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში გვემახსოვრება. ბევრს არ ეგონა, რომ სლოვენიას დავამარცხებდით, მაგრამ ჩვენ ისტორია დავწერეთ.” სლოტერმა საფრანგეთთან მომავალ მატჩზეც ისაუბრა: “საფრანგეთი ძალიან ძლიერი […]
ესპანეთი ევრობასკეტის 1/2 ფინალში მეთერთმეტედ ითამაშებს
დღეს ევრობასკეტზე პირველი 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ესპანეთი და ფინეთი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჩრდილოელების დიდი უპირატესობით დაიწო. მათ პირველი მეოთხედი 19:30 მოიგეს. ფინელებმა პერიმეტრიდან ბევრი ქულა აიღეს და კომფორტული უპირატესობაც მოიპოვეს. საწყის და მეორე მეოთხედის პირველ ნაწილში ესპანეთი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ სკარიოლოს შეგირდებმა მალევე დაიწყეს იმ უპირატესობის აღმოფხვრა, რაც ფინელებს ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ […]
ესპანეთის ნაკრებმა მონტენეგრო მარტივად დაამარცხა
დღეს ევრობასკეტზე ჩვენს ჯგუფში ორი შეხვედრა გაიმართა. პირველი მატჩი თურქეთსა და ბელგიას შორის გაიმართა, სადაც ატამანის გაწვრთნილმა გუნდმა მოწინააღმდეგე მარტივად 63:78 დაამარცხა. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, აქ ესპანეთმა ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე მონტენეგრო 17 ქულიანი უპირატესობით, 65:82 დაამარცხა. ამ გამარჯვებით სკარიოლოს გუნდმა 7 ქულა მოაგროვა და ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. ხვალ მონტენეგროს ნაკრების საქართველოს დაუპირისპირდება. […]
თორნიკე შენგელია: “ვიცი, რომ ახლა რთული პერიოდია და ამ მატჩის მოგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ფინეთთან სტუმრად – 91:85 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ კომენტარი გააკეთა. “ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რომელსაც ჩვენი გულშემატკივრისთვის, ქართველი ხალხისთვის დიდი დატვირთვა ჰქონდა. ვიცით, თუ რა რთული პერიოდია ახლა ყველასთვის კორონავირუსიდან გამომდინარე და ვიცი, რომ ამის ფონზე ყველა გულით ელოდებოდა ამ შეხვედრას. ამიტომაც, ვამაყობ ჩვენი […]