ევროლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას “ცსკა” ესპანურ გრანდს, “რეალ მადრიდს”, გასვლით მატჩში დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის პირველ მეოთხედში ესპანელები საგრძნობლად დაწინაურდნენ, შეიძლება ითქვას, რომ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საბოლოოდ მასპინძლებმა “არმიელებს” 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით – 71:65, მოუგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი პარკეტზე 11:56 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 2 მოხსნითა და […]