ფიბასა და ევროლიგის გადაწყვეტილებით, ნაკრებებისა და კლუბების კალენდრები ერთმანეთს არ დაემთხვევა

ფიბა და ევროლიგა შეთანხმდნენ, რომ 2023-2024 წლების სეზონში ეროვნული ნაკრებებისა და კლუბების კალენდრები ერთმანეთს არ დაემთხვევა.

ფიბას ვებგვერდის ცნობით, ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებები უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რათა სამომავლო გადაწყვეტილებები კალათბურთის სასიკეთოდ მიიღონ.

გასულ წლებში ევროლიგის შეხვედრები სანაკრებო მატჩებს ხშირად ემთხვეოდა, რის გამოც ეროვნულ გუნდში თამაშს ბევრი კალათბურთელი ვერ ახერხებდა.

ევროლიგის ახალი სეზონი 3 ოქტომბერს დაიწყება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის ,,რეალია”, რომელმაც ფინალში ,,ოლიმპიაკოსი” დაამარცხა.

ფიბასა და ევროლიგის გადაწყვეტილებით, ნაკრებებისა და კლუბების კალენდრები ერთმანეთს არ დაემთხვევა

სტატიის ავტორი
-