ჯანლუკა ძამბროტა: “იტალიამ მენტალიტეტი გამოავლინა, მათ აჩვენეს ის, რასაც მანჩინისგან ველოდით”
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” – 3:0 აჯობა, “სკუადრა აძურას” ლეგენდარულმა მარჯვენა მცველმა, ჯანლუკა ძამბროტამ თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის თამაშით. “იტალიამ აჩვენა ის თვისებები, რასაც მანჩინისგან ველოდით. ისინი მატჩის განმავლობაში მკვეთრად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ. მთავარი განსხვავება ამ მატჩში იყო მენტალიტეტი. შესანიშნავი პირველი ნაბიჯი წინ! მოუთმენლად, ერთად […]
პედრიმ ფაბრეგასის რეკორდი მოხსნა და ესპანეთის ნაკრების ისტორიაში შევიდა
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის E ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა სევილიაში, “ლა კარტუხაზე” შვედეთის ეროვნულ გუნდს უმასპიძლა და უგოლო ფრე ეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ “ფურია როხამ” გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, მათ რამდენიმე სარეკორდო მაჩვენებლის დაფიქსირება მოახერხეს, რაზეც უკვე მოგახსენეთ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა კი უკვე ინდივიდუალური სახისაა და იგი ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს, პედრის უკავშირდება. […]
რუბენ დიაში: “აქამდე გუნდურობამ მოგვიყვანა, ასე უნდა გავაგრძელოთ”
პორტუგალიის ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ცენტრალურმა მცველმა რუბენ დიაშმა თავისი ნაკრებისთვის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საწყისი შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა. “მნიშვნელოვანია დავიცვათ იგივე წესები, რომელმაც ევრო 2016-ზე ჩემპიონობამდე მიგვიყვანა. ეს ნიშნავს, რომ ყველა მატჩს სუფთა გონებით მივუდგეთ და გუნდში ვითამაშოთ ისე, რომ მოედანზე არ იყოს მე, არამედ – ჩვენ. სხვა გზა არ არის. ასე იყო […]
ლეონარდო ბონუჩი: “თუ ისე ვითამაშებთ, როგორც დღეს, ყველა მეტოქისთვის კონკურენტუნარიანი ვიქნებით”
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” – 3:0 აჯობა, “სკუადრა აძურას” გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ მატჩი შეაფასა. “ეს პირველი ნაბიჯებია იმ მოგზაურობაში, რომელიც იმედი გვაქვს ხანგრძლივი აღმოჩნდება. ენთუზიაზმი უნდა არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა შევინარჩუნოთ თავმდაბლობა. უნდა გვესმოდეს, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია კონკურენტუნარიანი თამაშის ჩვენება, თუ ისე ვითამაშებთ, […]
ნიდერლანდების ნაკრების დანაკლისი: დე იონგი ევრო 2020-ზე ვეღარ ითამაშებს
ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელი, ლუკ დე იონგი ევრო 2020-ზე თავისი ეროვნული გუნდის დახმარებას ტრავმის გამო ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური იუწყება. 30 წლის თავდამსხმელი გუშინდელი ვარჯიშის დროს დაშავდა, რის შემდეგაც მან დატოვა “ნარინჯისფერების” შეკრების ბაზა. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე დე იონგმა მონაწილეობა მიიღო ორ შეხვედრაში, რომლებშიც ის მოედანზე შეცვლაზე შევიდა, უკრაინისა (3:2) და […]