ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” – 3:0 აჯობა, “სკუადრა აძურას” გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ მატჩი შეაფასა. “ეს პირველი ნაბიჯებია იმ მოგზაურობაში, რომელიც იმედი გვაქვს ხანგრძლივი აღმოჩნდება. ენთუზიაზმი უნდა არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა შევინარჩუნოთ თავმდაბლობა. უნდა გვესმოდეს, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია კონკურენტუნარიანი თამაშის ჩვენება, თუ ისე ვითამაშებთ, […]