ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” – 3:0 აჯობა, “სკუადრა აძურას” შემტევმა და თავისი გუნდის მესამე და მატჩში ბოლო გოლის ავტორმა, ლორენცო ინსინიემ აღმოსავლეთევროპელებთან მოპოვებული გამარჯვება შეაფასა. “ჩვენ დაბალ ტემპში თამაში დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში მოვახერხეთ აღდგენა და სამი გოლის გატანა. მანჩინიმ გვითხრა, რომ სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა და […]