1 მაისს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, სადაც ლაშა გუჯეჯიანის თავკაცობით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 4 მედალი: 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, -90 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა – ლუკა მაისურაძემ, რომელმაც გამარჯვების შემდეგ ევროპის ძიუდოს ასოციაციასთან (EJU) კომენტარი გააკეთა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სოფიაში ევროპის […]