გუშინ, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სტარტი აიღო ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს ნაკრები 11 სპორტსმენით არის წარდგენილი. გუშინდელი დღე ქართველებმა უმედლოდ დაასრულეს, ნახევარფინალში დამარცხდა ვაჟა მარგველაშვილი, ფინალურ ბლოკში კი იგი ბრინჯოს მედლისთვის იბრძოდა, თუმცა მოლდოველ მეტოქესთან ვერაფერს გახდა. დღეს ტატამზე 3 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს: -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი გამოვა, 81 წონით კატეგორიაში კი საკუთარ ძალებს სინჯავენ ლუკა […]