ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შევიდა. დღეს ტურნირის ბოლო საშეჯიბროა დღეა, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 4 სპორტსმენი იასპარეზებს: ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ლევან მატიაშვილი და გურამ თუშიშვილი. -90 კგ -90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი განთესილი არ იქნება და იგი ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მეტოქეს ისლანდიელი – ეგილ ბლონდალი ეყოლება. […]