მადრიდის “რეალის” და საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი ჯერ მხოლოდ 27 წლისაა, თუმცა მის მიერ მოგებული ტიტულების რაოდენობა გასაოცარია. ვარანს პროფესიონალურ დონეზე დებიუტი 2010 წელს, 17 წლის ასაკში, “ლენსის” შემადგენლობაში ჰქონდა, დღეს კი მის აქტივში, საკლუბო და სანაკრებო დონეზე ჩატარებული უკვე 400-ზე მეტი მატჩია. ლა ლიგის ბოლოსწინა, 37-ე ტურში, “ვილიარეალთან” გამარჯვების (2:1) შემდეგ, “სამეფო […]