ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” – 3:0 აჯობა, “სკუადრა აძურას” სასარგებლოდ დაფიქსირებული პირველი გოლი, მერიჰ დემირალის დამსახურება იყო, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. საინტერესოა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი ერთადერთია ისტორიაში, რომელიც ავტოგოლით გაიხსნა. აქამდე, მსგავსი რამ “უხუცესი კონტინენტის” პირველობის არსებობის განმავლობაში არასდროს მომხდარა, შესაბამისად, ტურინის “იუვენტუსის” 23 […]