შალვა გოგოლაძე: “სახლში გაჩერება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ემოცია გარეთ წესების დაცვით უნდა გამოვიტანოთ”
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ მოახლოებული, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ ტელეკომპანია POS TV-ის გადაცემა “სპორტის” ეთერში ისაუბრა. “დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში არ ყოფილა იმაზე დიდი მოლოდინი, როგორიც ახლა, 12 ნოემბრის მიმართ ქართული ფეხბურთის და სპორტის გულშემატკივარს აქვს. მინდა ჩვენს ბიჭებს წარმატება ვუსურვო. ასევე, მინდა სიხარული ვუსურვო ყველა […]
მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი: “გაჩერებას არ ვაპირებთ, ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვითამაშოთ”
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ საქართველოს ეროვნულ გუნდთან გასამართი ისტორიული შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა. “ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ და რა მიზნის მისაღწევადაც ვთამაშობთ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, მოტივირებულები, რომ მაღალ დონეზე ვითამაშოთ მატჩი და გავიმარჯვოთ, რათა საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. ეს არის მატჩი, რომელსაც ნამდვილად განსაკუთრებული ემოციები სდევს თან, რადგან ისტორიული წარმატების […]
ნესტოროვსკი: “საქართველოს ძლიერი და სუსტი მხარეები ვიცით, უფრო დიდი გულის მქონე გუნდი გაიმარჯვებს”
საქართველოს ნაკრებთან გასამართი ისტორიული შეხვედრის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიის ერთ-ერთმა ლიდერმა ილია ნესტოროვსკიმ საკუთარი მოლოდინი და განწყობა გამოამჟღავნა. “საბოლოოდ დადგა ის დღე, როცა ისტორიული მატჩისთვის მზადება უნდა დავიწყოთ. ამ დღის დადგომისთვის ოთხი-ხუთი წელიწადის განმავლობაში ვიბრძოდით და ახლა დროა, მოვემზადოთ მაკედონიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის. მე და მთელი ეროვნული გუნდი გვპირდებით, რომ მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ. […]
დადასტურდა: გორან პანდევი და ელიფ ელმასი მაკედონიის ნაკრებს შუერთდნენ (ვიდეო)
მაკედონიურ სპორტულ მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული შოკისმომგვრელი ინფორმაციები გაბათილებულია. გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ გუნდის ის ლიდერები, რომელიც სერია A-ში თამაშობენ ნაკრების დახმარებას ვერ მოახერხებდნენ, გაქარწყლებულია. გუნდის კაპიტანი გორან პანდევი და ნახევარმცველი ელიფ ელმასი მათმა კლუბებმა, შესაბამისად “ჯენოამ” და “ნაპოლიმ” სამშობლოში გაუშვეს. ფეხბურთელები უკვე სკოპიეში იმყოფებიან და საქართველოს დედაქალაქში გამოსამგზავრებლად ემზადებიან. მათთან ერთად გუნდს […]
დავით სხირტლაძე: “დინამოში ჩამოსვლა უკეთესი გადაწყვეტილება იყო, იმედი მაქვს, კლუბისთვის საჭირო ფეხბურთელი გავხდები”
2020 წლის შემოდგომიდან “დინამო თბილისმა” გამოცდილი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე დაიმატა. 27 წლის ქართველ შემტევს თითქმის 10 სეზონი ევროპაში აქვს გატარებული და ისეთი ქვეყნების უმაღლეს ლიგებში უთამაშია, როგორებიც დანია, ჩეხეთი და პოლონეთია. სხირტლაძემ “დინამოსთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და ქვეყნის ჩემპიონის მაისურით უკვე თავის გამოჩენაც მოახერხა. მან ეროვნული ლიგის მე-15 ტურში, გორის “დილას” კარის აღება მოახერხა. […]
მაკედონია თბილისში შესაძლოა დიდი დანაკლისით ჩამოვიდეს – ნაპოლი ფეხბურთელებს ნაკრებებში არ უშვებს
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში შესაძლოა სერიოზული დანაკლისით ჩამოვიდეს. როგორც მაკედონიური გამოცემები იტალიურ Corriere dello Sport-ზე დაყრდნობით იუწყებიან, სერია A-ს რამდენიმე კლუბი კორონავირუსის პანდემიისგან თავდაცვის და ფეხბურთელების უსაფრთხოების მიზნით, სანაკრებო პაუზის დროს მოთამაშეთა ეროვნულ გუნდებში გაშვებას არ აპირებს. ამ გუნდების ნუსხაში “იუვენტუსი” და “ნაპოლიც” შედიან, ამ უკანასკნელის რიგებში კი მაკედონიელი ნახევარმცველი ელიფ ელმასი ირიცხება. 21 წლის ფეხბურთელს ჩრდ. […]
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას 12 ნოემბერს, თბილისში გამართავს. მიხეილ მესხის სახელობის არენაზე 21-წლამდელები სლოვაკ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. ვასილ მაისურაძემ აღნიშნული შეხვედრისთვის გუნდში 23 ფეხბურთელს უხმო. რჩეული ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდის შემადგენლობა ასეთია: მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (თბილისის “ლოკომოტივი”), დავით კერესელიძე (“გაგრა”), ლუკა სანიკიძე (“თელავი”). მცველები: დავით კობოური (“დინამო თბილისი”), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (თბილისის […]
რა შეფასება მიიღო ხოჭოლავამ ინტერთან მატჩში?
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის პირველ სათამაშო დღეს, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი დონეცკის “შატხარის” ძირითად შემადგენლობაში იყო და მილანის “ინტერის” წინააღმდეგ კიევში, ფრედ დასრულებულ (0:0) შეხვედრაში 62 წუთი ითამაშა. როგორც მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა, 27 წლის მცველს პერსონალურად რომელუ ლუკაკუს მეურვეობა ევალებოდა და შეიძლება ითქვას მისიას თავი კარგადაც გაართვა […]
სანაკრებო შემოდგომა და ისტორიული შანსი – რას ფიქრობს ქართული სპორტული მედია?
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ოქტომბრის თვეში სამი დაპირისპირება გამართა. პირველი მათგანი 8 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” შედგა და მასში “ჯვაროსნებმა” ბელარუსის ეროვნული გუნდი დაამარცხეს (1:0), რისი მეშვეობითაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური მატჩის საგზური მოიპოვეს. შემდეგ კი იყო ორი ფრე: ნეიტრალურ მოედანზე (2:2) სომხეთთან და სტუმრად მაკედონიასთან (1:1). ვლადიმირ ვაისის გუნდმა 2020 წელს ოთხი შეხვედრა გამართა და […]
ვლადიმირ დიმიტროვსკი: “ეს ტაქტიკური ბრძოლა იქნება, რომელი გუნდიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, გამარჯვებულიც ის გახდება”
ვლადიმირ დიმიტროვსკი საქართველოს ჩემპიონატის ერთადერთი მაკედონიელი ლეგიონერია. 31 წლის ცენტრალური მცველი 2020 წლის იანვრის შემდეგ, “თელავის” მაისურს ირგებს და კახური გუნდის შემადგენლობაში უკვე 8 მატჩის ჩატარება მოასწრო. დიმიტროვსკის კარიერის განმავლობაში ისეთი გუნდების შემადგენლობაში უთამაშია, როგორიც “რაბოტნიჩკი“, “ვარდარი“, “მლადა ბოლესლავი“, “ყარაბახი“, “ტეპლიცე“, “კერკირა” და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებია. ეროვნული ლიგის მაკედონიელმა ლეგიონერმა მის სამშობლოსა და საქართველოს ნაკრებს შორის […]
გიორგი მოსიძე: “ვაისი კარგი კრიზის-მენეჯერია, თუმცა ექსტრემალურ ვითარებაში მოიკოჭლებს”
საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტის” ეთერში, ელიტარული ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ ავტორმა და წამყვანმა გიორგი მოსიძემ ეროვნული საფეხბურთო გუნდის შედეგებსა და ისტორიული მატჩის შესახებ ისაუბრა. “ვაისი აღმოჩნდა კარგი კრიზის-მენეჯერი, რომელმაც საქართველოს ნაკრები კრიზისიდან გამოიყვანა და ზედიზედ 10 თამაში არ წაგვიგია. ამავე დროს, ვაისი კარგი სტრატეგია, მაგრამ ექსტრემალურ ვითარებასა და შეცვლების დროს მოიკოჭლებს. ჩრდილოეთ მაკედონიამ პლეი ოფის ნახევარფინალში […]
ზურაბ ხიზანიშვილი: “მაკედონიასთან მატჩი იქნება ჭადრაკის თამაში, უკეთესი სტრატეგიის მქონე გუნდი მოიგებს”
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა და ამჟამად U21 ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტში” სტუმრობისას, 12 ნოემბერს გასამართი ისტორიული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “ბუნებრივია, ფეხბურთელები გუნდებში ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად მოემზადებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მატჩი იქნება ჭადრაკის თამაში. მოიგებს ის გუნდი, რომლის მწვრთნელიც და სამწვრთნელო სტაფიც უკეთეს სათამაშო სტრატეგიას შეიმუშავებს, […]