უეფას ერთა ლიგის C დივზიონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. “ეს მატჩი ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად უმნიშვნელოვანესია. ის გუნდი, რომელიც ამ შეხვედრას მოიგებს, უდიდესი ალბათობით, ჯგუფის გამარჯვებულიც ის გახდება. არ ვიცი, ხვალ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომელ სისტემას შეარჩევს, სამ თუ ოთხ მცველს, მაგრამ ჩვენ ორივე შემთხვევისთვის […]