ნიდერლანდები – საქართველოს მატჩის მსაჯის ვინაობა ცნობილია
საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების ამხანაგურ შეხვედრას ბელგიელ მსაჯთა ბრიგადა, ერიკ ლამბრეხტსის ხელმძღვანელობით მოემსახურება. 38 წლის რეფერის ქართულ ფეხბურთთან შეხება აქამდეც ჰქონია. იგი 2017/18 წლების სეზონის ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო ბათუმისა” და პოლონური “იაგელონიას” დაპირისპირებას მოემსახურა, რომელშიც ექსტრაკლასას წარმმადგენელმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე – 1:0 იმარჯვა. იმ მატჩში ელგუჯა გრიგალაშვილმა, ვაკო თევდორაძემ და არჩილ ტვილდიანმა […]
ტესტის პასუხი უარყოფითია – ბუსკეტსი ესპანეთის ნაკრებს დაუბრუნდა
კატალონიის “ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველი – სერხიო ბუსკეტსი ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა. სერხიო ბუსკეტსს კორონავირუსი Euro 2020-ის დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე დაუდასტურდა, თუმცა გუშინ (17 ივნისს) გაკეთებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და ექიმებმა მას ვარჯიშისა და თამაშის უფლება მისცეს. კორონავირუსის გამო 32 წლის საყრდენს, ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გაუცდა, სადაც ესპანეთმა შვედეთის ნაკრებს […]
ხოაკინ კაპაროსი: “ფინალში წაგება საქართველოს ვერ შეცვლის, რთული მატჩი გველოდება”
საქართველოს ნაკრებთან გასამართი შეხვედრის წინ, სომხეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ვიცი, რომ სომეხი გულშემატკივრების ნაწილი საქართველოს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხით გახარებული იყო, მაგრამ ნაწილი თქვენც გგულშემატკივრობდათ. ამ შედეგმა თქვენი ნაკრების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ალბათ უარყოფითი გავლენა მოახდინა, მაგრამ საქართველოს ეს ვერ შეცვლის, თქვენ ძალიან ძლიერი გუნდი გყავთ […]
უელსი – დანია: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
26 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს უელსისა და დანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: უელსის ნაკრები: უორდი – რობერტსი, მეფამი, როდონი, დევისი – ალენი, მორელი – ჯეიმსი, რემსი, ბეილი – მური (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: რობერტ ფეიჯი. დანიის ნაკრები: შმეიხელი – კრისტენსენი, კიაერი, ვესტეგორი – სტრიგერი, დელეინი, ჰოიბიერგი, […]
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე საქართველოს საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება. უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების ხელმძღვანელი და უეფას დელეგატი, ირაკლი ნაკაიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დელეგატის რანგში იმუშავებს. საინტერესოა, რომ ქართველი დელეგატი, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ შერჩეულ 11 დელეგატს შორისაა. ქართველი დელეგატი გათამაშების ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში, ბაქოში იმუშავებს, სადაც ჯგუფური ეტაპის სამ (უელსი 12/06 შვეიცარია, თურქეთი 1/06 […]
დიდიე დეშამმა ბენზემას ნაკრებში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა გუნდში გამოცდილი თავდამსხმელის ქარიმ ბენზემას დაბრუნების შესახებ ისაუბრა. “ახლა არ ვისაუბრებ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან გრძელი პროცესი გამოდგა. ბევრი აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის დღევანდელი და ხვალინდელი დღე. ის ფაქტი, რომ იგი აქამდე არ დაბრუნებულა საფრანგეთის ნაკრებში, ჩვენთვის კარგი შედეგის მიღებაში ხელის შემშლელი არ აღმოჩნდა. მოვლენები […]
რუსული მედია: კვარაცხელიას შეძენა სერია A-ს სამ კლუბს სურს
რუსული მედია ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ წერს, რომ მისით ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის კლუბები არიან დაინტერესებული. ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა გაასაჯაროვა, ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსულმა გამოცემებმაც გაავრცელეს. ისინი წერენ, რომ საქართველოს ნაკრების 19 წლის ტალანტით სამი იტალიური კლუბი: “სასუალო“, “უდინეზე” და “ტორინო” ინტერესდება, მათ შორის […]
უნგრეთი – პორტუგალია: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის F ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ერთმანეთს უნგრეთის და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ამ მომენტისთვის, ეს ჯერჯერობით ერთადერთი, ჯგუფია, რომლის წარმომადგენელ ნაკრებებსაც თავისი შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებიათ. უნგრეთის ნაკრები მოქმედ ევროპის ჩემპიონს, თავისსავე დედაქალაქ ბუდაპეშტში, “პუშკაშ არენაზე” უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება: უნგრეთის ნაკრები: გულაში […]
უელსს მაელემაც გაუტანა – დანიის ნაკრები მეოთხედფინალშია (ვიდეო)
გარეთ ბეილი 2022 წელს კარიერის დასრულებას აპირებს
ლონდონის “ტოტენჰემისა” და უელსის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი – გარეთ ბეილი, 2022 წელს კარიერის დასრულებას აპირებს. ბეილი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აპირებს, შემდეგ კი მადრიდის “რეალში” დაბრუნებას, 2022 წელს კი მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი უმთავრდება და სავარაუდოდ კარიერას დაასრულებს. ცნობილი ესპანური გამოცემა AS აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ბეილმა “ტოტენჰემში” საკუთარი თავი ამოწურა და ლონდონურ კლუბში თამაში კარგად გამოიყენა ევროპის […]
გერდ მიულერის საუკეთესო გოლები კარიერაში (ვიდეო)
არბიტრი პრემიერლიგიდან: საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის შეხვედრას გამოცდილი ინგლისელი უხელმძღვანელებს
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის მსაჯის ვინაობა ცნობილია. უეფამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებას გამოცდილი ინგლისელი არბიტრი ენტონი ტეილორი მოემსახურება. 42 წლის რეფერიმ, რომელიც უკვე მრავალი წელია პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯია, მიმდინარე სეზონში ისეთ შეხვედრას უხელმძღვანელა, როგორიც უეფას სუპერთასის მატჩი – “ბაიერნი-“სევილია” (2:1) გახლდათ. ენტონი ტეილორს, […]