ტრანსფერი თითქმის დახურულია: რაფაელ ვარანი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდება
ევროპული სპორტული მედიის წამყვანი საშუალებები ერთხმად იუწყებიან, რომ რაფაელ ვარანის მადრიდის “რეალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა სულ მალე ოფიციალური ინფორმაცია გახდება. არაერთი ავტორიტეტული და პრესტიჟული ჟურნალისტი, მათ შორის ფაბრიციო რომანო აცხადებს, რომ კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი უკვე გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ახლა გასარკვევი მხოლოდ სატრანსფერო ფასია. 28 წლის ცენტრალური მცველი “სამეფო კლუბს” 2011 წელს, ფრანგული […]
ქარიმ ბენზემას კორონავირუსი დაუდასტურდა
მადრიდის “რეალის” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს, ქარიმ ბენზემას კორონავირუსი დაუდასტურდა. “სამეფო კლუბის” მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ფრანგი ფორვარდის ტესტმა COVID19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. 33 წლის ფეხბურთელი კლუბს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გამოსვლის და შვებულების შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო ცხრიანმა, რომელსაც “ბლანკოსებთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აქვს, ევრო 2020-ზე “მამლების” ოთხ […]
უეფას ტურნირებზე გატანილი TOP 10 გოლი 2020/21 წლების სეზონში (ვიდეო)
ლივერპულს კაპიტანი ტოვებს? – ჰენდერსონი შეთავაზებებს ელოდება
შესაძლოა, ახალი სეზონი “ლივერპულმა” გუნდის კაპიტნის, ჯორდან ჰენდერსონის გარეშე დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს და წერს, რომ ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს მერსისაიდელების შეთავაზება არ აკმაყოფილებს და კლუბიც შეთავაზებების მოსასმენად მზადყოფნას გამოთქვამს. ამავე დროს, ვრცელდება ცნობა, რომ სპორტული დირექტორი მაიკლ ედვარდსი 31 წლის ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას პრიორიტეტულად არ მიიჩნევს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “წითლების” ხელმძღვანელობა პირველ რიგში […]
ბუქმეიქერების პროგნოზი: სად გააგრძელებს გარეთ ბეილი კარიერას?
ბრიტანულმა ბუქმეიქურულმა კომპანიამ მადრიდის “რეალის” შემტევის, გარეთ ბეილის კარიერული მომავლის შესახებ პროგნოზები გააკეთა. 32 წლის უელსელმა გარემარბმა წინა სეზონი იჯარის წესით ყოფილ კლუბში, “ტოტენჰემში” გაატარა, ახლა კი “სამეფო კლუბში” დაბრუნდა, თუმცა “ბლანკოსების” შემადგენლობაში მისი დარჩენის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. დიდი ალბათობით, იგი კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდის რიგებს დატოვებს. OddsChecker-მა უელსის ნაკრების ლიდერის სამომავლო კლუბების შესახებ პროგნოზები […]
“ყველაზე მეტი ტიტული მოვიგე” – ჟორჟინიო ოქროს ბურთის მოგების შანსზე საუბრობს
ლონდონის “ჩელსის” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ ოქროს ბურთის მოგების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ მას ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოსაგებად საკმარისი რამ აქვს გაკეთებული. “ჩვენ ყველას გვაქვს ოცნება. თუ ნიჭიერებაზე ვსაუბრობთ, მე ვიცი, რომ მე ამ მხრივ მსოფლიოში საუკეთესო არ ვარ, მაგრამ თუ ტიტულებზე ვისაუბრებთ, ამ სეზონში ჩემზე მეტი არავის მოუგია. როგორ შემიძლია […]
პირველი მსურველი ევროს შემდეგ: კიეზამ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულში?
ტურინის იუვენტუსის და იტალიის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ფედერიკო კიეზამ შესაძლოა კარიერა ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს და წერს, რომ “არისტოკრატები” იტალიელთა ამომავალი ვარსკვლავის შესაძენად 85 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. TRUE ✅ @ChelseaFC has asked @juventusfc for a transfer of @federicochiesa. offered basis for negotiation: 100 mio €. Juventus has declined talks — […]
სიტის მთავარი სამიზნე? – გვარდიოლამ გრიზმანს პირადად დაურეკა
შესაძლოა, ანტუან გრიზმანმა ახალი სეზონი ახალ კლუბში დაიწყოს. “ბარსელონას” და საფრანგეთის ნაკრების შემტევის დამატებით “მანჩესტერ სიტი” და უშუალოდ პეპ გვარდიოლა ინტერესდებიან. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ესპანელმა სპეციალისტმა ფრანგ თავდამსხმელს პირადად, სატელეფონო ზარის მეშვეობით ესაუბრა და საკუთარი ინტერესი მისი გუნდში ხილვის შესახებ დაუდასტურა. ჯერჯერობით უცნობია კატალონიური გრანდის პოზიციაც და ისიც თუ, რას სთავაზობს ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონი ესპანურ […]
პეტიცია უეფას წინააღმდეგ: 100 000-ზე მეტი ინგლისელი ქომაგი ფინალის გადათამაშებას ითხოვს
100 000-ზე მეტმა უკმაყოფილო ინგლისელმა გულშემატკივარმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც უეფასგან ევრო 2020-ის ფინალური შეხვედრის, ინგლისსა და იტალიის ნაკრებებს შორის, გადათამაშებას ითხოვენ. 11 ივლისს, ლონდონში, “უემბლიზე” გამართულ შეხვედრაში, გუნდებმა ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დაასრულეს, პენალტების სერიაში, “სკუადრა აძურამ” – 3:2 იმარჯვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში მეორედ დაეუფლა. აღნიშნულ დაპირისპირებაში კუნძულელთა ქომაგების უკმაყოფილება […]
ჯანლუიჯი დონარუმა: “შეიძლება მოვმკვდარიყავით, მაგრამ ჩვენ ამ კატეგორიას არ ვეკუთვნით”
იტალიის ნაკრების მიერ ევრო 2020-ის მოგების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, ჯანლუიჯი დონაურმამ, რომელმაც პენალტების სერიაში, ბუკაიო საკას წინააღმდეგ გადამწყვეტი პენალტის მოგერიება მოახერხა, ინგლისის ნაკრების დამარცხების და ტიტულის მოგების შემდეგ, პირველი ემოციები გამოხატა. “ყველამ იცით, საიდან დავიწყეთ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ. მატჩის საწყის წუთებში გოლის გაშვებას შეეძლო მოვეკალით, მაგრამ ჩვენ ასეთები არ ვართ. ჩვენ არასდროს ვნებდებით. შეგვეძლო გოლი გაგვეშვა, ეს […]
რობერტო მანჩინი: “ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო”
იტალიის ნაკრების მიერ ევრო 2020-ის მოგების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, რობერტო მანჩინიმ პენალტების სერიაში, ინგლისის ნაკრების დამარცხების და ტიტულის მოგების შემდეგ, პირველი ემოციები გამოხატა. “ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, მაგრამ ბიჭები არაჩვეულებრივი იყვნენ. მათ შესახებ სასაუბროდ სიტყვებს ვერ ვპოულობ, ეს შესანიშნავი გუნდია. ინგლისთან მარტივი თამაში არ გვქონდა და მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამოცანის შესრულება კიდევ უფრო […]
უეფა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებების რაოდენობის გაზრდას აპირებს
ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებების რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უეფა განიხილავს, რომ ევროპირველობაზე 24 ნაკრების ნაცვლად, 32-მა ნაკრებმა იასპარეზოს. საბოლოო გადაწყვეტილებას ორგანიზაცია 2023 წლამდე მიიღებს, ცვლილება კი ძალაში 2028 წლის ევროპის ჩემპიონატიდან შევა. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, საკვალიფიკაციო ეტაპი შეიცვალოს ან საერთოდ გაუქმდეს. ამჟამინდელი ფორმატით (24-ნაკრებიანი ჩემპიონატი) ევროპის ჩემპიონატი 2016 წლიდან იმართება, […]