საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის მსაჯის ვინაობა ცნობილია. უეფამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებას გამოცდილი ინგლისელი არბიტრი ენტონი ტეილორი მოემსახურება. 42 წლის რეფერიმ, რომელიც უკვე მრავალი წელია პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯია, მიმდინარე სეზონში ისეთ შეხვედრას უხელმძღვანელა, როგორიც უეფას სუპერთასის მატჩი – “ბაიერნი-“სევილია” (2:1) გახლდათ. ენტონი ტეილორს, […]