კლას-იან ჰუნტელაარი შესაძლოა ყოფილ კლუბში დაბრუნდეს
“აიაქსის” თავდამსხმელი კლას-იან ჰუნტელერი შესაძლოა ყოფილ კლუბში დაბრუნდეს. ნიდერლანდელი ფორვარდის დაბრუნების სურვილი გელზენკირხენის “შალკემ” გამოთქვა, რომელმაც ეს საკითხი კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განიხილა. “შალკე” ეძებს გამოცდილ თავდამსხმელს, რომელიც ადვილად ადაპტირდება კლუბთან. ჰუნტელერს, რომელიც ამ პარამეტრებს შეესაბამება, უკვე დაუკავშირდა გერმანული კლუბი. თავდამსხმელის კონტრაქტი “აიაქსთან” სეზონის ბოლოს იწურება. “პსვ ეინდჰოვენის” აღზრდილმა ფეხბურთელმა, რომელიც მანამდე მადრიდის “რეალში” ირიცხებოდა, […]
ბოლო ათწლეულის მეკარეთა საუკეთესო ათეული
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარე დაასახელა. დეკადის საუკეთესო გოლკიპერად მიუნხენის “ბაიერნის” და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დასახელდა. მეორე პოზიციას ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ეროვნული გუნდის ლეგენდარული გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი იკავებს, ხოლო სამეულს მადრიდის “რეალის” და ბელგიის ნაკრების პირველი ნომერი ტიბო კურტუა ასრულებს. ათწლეულის საუკეთესო მეკარეთა ათეული შემდეგნაირად […]
ბოლო 30 წელიწადში პირველად: შალკე ბუნდესლიგიდან გავარდა
გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი, გელზენკირხენის “შალკე” ბუნდესლიგას დაემშვიდობა. გერმანული ფეხბურთის ელიტიდან ქვეყნის 7-გზის ჩემპიონი გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე, 40-ე სათამაშო კვირაში, “არმინია ბილფელდთან” სტუმრად (0:1) წაგებული შეხვედრის შემდეგ დაქვეითდა. “მეშახტეებმა” მიმდინარე სეზონში მხოლოდ და მხოლოდ 13 ქულა მოაგროვეს და ორად ორი მატჩის მოგება მოახერხეს, რითიც ჩემპიონატის ყველაზე სუსტი გუნდის სტატუსი მიიღეს და 30-წლიანი პაუზის […]
ლევან ყენიამ კარიერა დაასრულა – ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მწვრთნელობას იწყებს
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლევან ყენიამ კარიერა დაასრულა და ახალ ამპლუაში გადაინაცვლა. ამიერიდან, ერთ დროს ყველაზე პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი მწვრთნელი იქნება, თანაც 30 წლის ასაკში. გელზენკირხენის “შალკეს” ყოფილმა ფეხბურთელმა სამწვრთნელო კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმა სწორედ გერმანიიდან, კონკრეტულად კი მეოთხე ბუნდესლიგის ბინადარი “უერდინგენიდან” დაიწყო, სადაც მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ იმუშავებს. ლევან ყენია “უერდინგენში” საფეხბურთო კარიერის ბოლოს, 2020 წელს […]
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება. მატჩი ქალაქ რაზგრადში, “ლუდოგორეცის ჰუვეფარმა არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 🔥 და აი ისიც – #მატჩისდღე 🇬🇪 ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას სტუმრად ბულგარეთში ვითამაშებთ ! 📺 22:45, პირდაპირი რეპორტაჟი – 1 არხი #მევარსაქართველო საინტერესოა, რაზე საუბრობს ბულგარული მედია მატჩის წინ, […]