მიუნხენის ,,ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა, ინგლისელი გულშემატკივრები გააკრიტიკა: ,,ძალიან ვწუხვარ ფეხბურთელების გამო, მაგრამ ინგლისელმა ფანებმა ევრო 2020-ის ფინალის წაგებით გამოწვეული ტკივილი დაიმსახურეს. ისინი პატარა გოგონას მიმართ, რომელიც გერმანიის ნაკრების მაისურით იყო, მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. ,,უემბლიზე” მეტოქე გუნდის ჰიმნის დროს უსტვენდნენ, დანიის ნაკრების მეკარეს, კასპერ შმეიხელს, პენალტის შესრულებისას ლაზერით ხელს უშლიდნენ. […]