ვირჯილ ვან დაიკის ღირსეული საქციელი, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო (ვიდეო)
UEFA-ს ერთა ლიგის A-დივიზიონის A1 ჯგუფის უპრინციპულეს შეხვედრაში გერმანია ჰოლანდიას დაუპირისპირდა. გელზენკირხენში, “ველტინს არენაზე” გამართული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრას რუმინელი არბიტრი ოვიდუ ჰატეგანი უძღვებოდა.
ევრო 2020-ის ჯგუფები ცნობილია – საქართველოს პოტენციური მეტოქეები
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. კონტინენტის 20 საუკეთესო ქვეყანა A, B, C, D, E და F ჯგუფებში გადანაწილდა. მათ ერთა ლიგის 4 გამარჯვებული დაემატებათ. შეგახსენებთ, რომ მომდევნო წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატს 12 ქვეყანა უმასპინძლებს: აზერბაიჯანი, დანია, ინგლისი, გერმანია, უნგრეთი, ჰოლანდია, იტალია, ირლანდია, რუმინეთი, რუსეთი, შოტლანდია, ესპანეთი. კენჭისყრის შედეგები ასეთია: […]
20 წლის წინ: კობიაშვილის ბრწყინვალე გოლი ოლივერ კანის კარში (ვიდეო)
ზუსტად 20 წლის წინ, 2000 წლის 12 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში ლევან კობიაშვილმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. “ფრაიბურგის” ათიანმა მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდარულ მეკარე ოლივერ კანს მარცხენა ფეხით ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაუტანა.
,,მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტზე 10 წლის წინ უნდა გვეფიქრა” – რას აპროტესტებენ ფეხბურთელები?
გასულ თვეს ბრიტანული გამოცემა Guardian-ი იუწყებოდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტზე მუშაობისას, 6 500-მდე მიგრანტი დაიღუპა. მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ, გერმანიის, ნიდერლანდების, დანიისა და ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელებს სპეციალური მაისურები ეცვათ, რითიც ყატარში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავდნენ. ,,ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტი 10 წლით დავაგვიანეთ. მუნდიალის ჩატარების ადგილი ცნობილი წელს არ […]
ბუფონი, კასილასი და სხვები – 21-ე საუკუნის ტოპ 20 მეკარე გამოვლინდა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, IFFHS-მა 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2001-დან 2020 წლამდე საუკეთესო გოლკიპერად ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელმაც უკან მადრიდის “რეალის” და “პორტუს” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი მოიტოვა. სამეული “ჩელსის” და “არსენალის” ვეტერანმა მეკარემ პეტრ ჩეხმა დახურა. საუკეთესო ხუთეულში ასევე მანუელ ნოიერი და ტიბო კურტუა მოხვდნენ. […]
5 დაუვიწყარი მატჩი: ლევან სალუქვაძე
კორონავირუსის პანდემიამ საფეხბურთო სეზონი სწორედ მაშინ შეაჩერა, როცა წამყვანი ევროპული ჩემპიონატები გადამწყვეტ ფაზაში შედიოდნენ და გულშემატკივარს მარტ-აპრილის საფეხბურთო ციებ-ცხელებას სთავაზობდნენ. ჰოლანდიის ერედივიზიონი უჩემპიონოდ დასრულდა, გაუქმდა ბელგიის ჩემპიონატის დარჩენილი შეხვედრებიც, ელიტარული დივიზიონების ბედი კი ჯერჯერობით უცნობია. სანამ ფეხბურთის ქომაგს საყვარელი სანახაობა დაუბრუნდება, შევეცდებით კლასიკად ქცეული შეხვედრები შეგახსენოთ, რომლის ხელმეორედ ყურებაც ნამდვილად ღირს. ამჯერად, ჩვენს რუბრიკაში “5 […]
ლოთარ მათეუსი: “მესი თუ მარადონა?”
ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა “ბარსელონას” კაპიტნის ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. “ვერ ვიჯერებ, რომ მესის არგენტინაში კრიტიკოსები ჰყავს. თუ არ მოგწონთ ლიონელი, მას შეუძლია გერმანიაში ნებისმიერ დროს ჩამოვიდეს. გაშლილი ხელებით და გამზადებული საბუთებით დავხვდებით. ხშირია მსჯელობა იმაზე, თუ ვინ არის უკეთესი – მესი თუ მარადონა? არგენტინას საბედნიეროდ ჰყავს ორი შესანიშნავი ფეხბურთელი და არგენტინელებმა ჯერ კიდევ […]
გერმანია 2:4 ჰოლანდია (მიმოხილვა)
გნაბრის ულამაზესი გოლი ჰოლანდიის კარში (ვიდეო)
5 დაუვიწყარი მატჩი: თემო მჟავია
ჰოლანდიისა და ბელგიის შემდეგ, საფეხბურთო სეზონი დასრულებულად საფრანგეთშიც გამოცხადდა. დიდია ალბათობა იმისა, რომ მათი ბედი ევროპის სხვა წამყვანმა ლიგებმა და ტურნირებმაც გაიზიარონ. ამრიგად, შესაძლოა შემოდგომამდე გულშემატკივარმა საყვარელი სანახაობა ვეღარ იხილოს, იქამდე კი ვეცდებით უფეხბურთობა კლასიკის გახსენებით შეგივსოთ. ამჯერად, ჩვენს რუბრიკაში, ხუთ დაუვიწყარ მატჩს იუმორისტი თემო მჟავია გაიხსენებს. გერმანია-ჩეხეთი 2:1 (1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი) მოდი […]
გერმანია 9:0 ლიხტენშტეინი (მიმოხილვა)
5 დაუვიწყარი მატჩი: გიგა გვენცაძე
ფეხბურთის ისტორიაში არის მატჩები, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს გულშემატკივრის მეხსიერებაში. უხვგოლიანი შეხვედრები სუპერვარსკვლავების გაბრწყინებები ან თითქმის წარმოუდგენელი ანგარიშის შემობრუნებები. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება საყვარელი გუნდის ისტორიული გამარჯვებები. მაშინ, როცა იძულებულები ვართ სახლში დავრჩეთ და საფეხბურთო სეზონიც შეჩერებულია, მშვენიერი შესაძლებლობა გვეძლევა ასეთი, კლასიკად ქცეული შეხვედრების ხელმეორედ, გულდასმით საყურებლად. ჩვენს რუბრიკაშიც სწორედ ამ თამაშების გახსენებას გთავაზობთ. ამჯერად, თავისთვის […]