ბათუმში საქართველოსა და საბერძნეთის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება
დღეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ,,საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა. მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. მატჩზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება და […]
ქართულ ფეხბურთში VAR-ის დასანერგად მსაჯების ტრენინგი გრძელდება
საქართველოში VAR-ის დანერგვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება. 1-დან 10 აგვისტოს ჩათვლით, სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში პროექტის 3B ეტაპი გაიმართა, რომელიც 40-წუთიან სათამაშო ეპიზოდებს მოიცავს. მსაჯებს თამაშის მიმდინარეობისას მომხდარი საკამათო ეპიზოდების გარჩევა და VAR-ის ჩართულობით გადაწყვეტილების მიღება ევალებოდათ. მომდევნო, 3C ეტაპის ფარგლებში, ფიფასთან შეთანხმებით, ჩატარდება სატესტო თამაში, რის საფუძველზეც საქართველოში ოფიციალური მატჩების ჩატარება VAR-ის თანხლებით გახდება შესაძლებელი. სემინარის ყველა ეტაპის […]