ბესიკ ხამაშურიძე – “კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს”
„ალგარვეში ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ვარ. ეს ქართული რაგბისთვის დიდი მიღწევაა, თუმცა წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს და ამისათვის ბევრი უნდა ვიშრომოთ. გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ პირველი ქართული გუნდი სათამაშო სახეობებში, რომელიც ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებს“ – ამბობს საქართველოს 7-კაცას მთავარი მწვრთნელი, ვეტერანი ბორჯღალოსანი ბესი ხამაშურიძე, რომელსაც 7-კაცა თავადაც უთამაშია, თანაც უმაღლეს დონეზე – მსოფლიო […]
7-კაცა | ორი მოსამზადებელი ტურნირი საფრანგეთში
საქართველოს 7-კაცა ნაკრები, ზაფხულში გასამართ ოფიციალურ ჩემპიონატამდე საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ორ მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს. გუნდი პარიზში 15 მაისს გაფრინდა, სადაც 17-18-ში პარიზის „ცენტრალ 7“-ს ითამაშებს, რის შემდეგაც ტურში გადაინაცვლებს და 26-28 მაისს ტურის 7-კაცაში მოსინჯავს ძალებს. საფრანგეთში გუნდი 13 მოთამაშით გაემგზავრა. პარიზის ტურნირის შემდეგ, 23 მაისს მათ ‘შავი ლომიდან’ ლაშა ლომიძე და სოსო მათიაშვილი შეუერთდება. […]
7-კაცა | მსოფლიომდე ერთ ნაბიჯში
საქართველოს 7-კაცა ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო თასის საგზურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. რუმინეთში, ბუქარესტში გამართული შესარჩევი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მსოფლიო თასის მომავალ მონაწილეებთან – გერმანიასთან და უელსთან მოუწია შეხვედრა და ორივე შემთხვევაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა, შესაბამისად, 26:7 და 33:14. მეორე დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ჩვენმა გუნდმა მასპინძელ რუმინეთს 15:7 მოუგო და 8 საუკეთესოს შორის […]