საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ნასიონალის” ფეხბურთელს, გიორგი არაბიძეს Live.Ge პორტუგალიაში დაუკავშირდა. შეგახსენებთ, რომ არაბიძემ “შახტარი” 2018 წლის ზაფხულში დატოვა და სწორედ “ნასიონალში” გადავიდა. – პირველ რიგში, რის გამო გადაწყვიტე “შახტარის” დატოვება? – მთავარი მიზეზი სათამაშო დროის ნაკლებობა იყო. უკრაინულ გუნდში შანსი ნაკლებად მეძლეოდა და “ნასიონალში” სწორედ ამიტომ გადავედი. – საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ხარ თუ არა “ნასიონალში” ტრანსფერით? […]