გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ახლოვდება სანაკრებო პაუზაც და ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის წლის პირველი მატჩები. საქართველოს ნაკრები 2021 წელს, მარტის თვეში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამი შეხვედრით დაიწყებს. ვილი სანიოლის დებიუტი 25 რიცხვში, სტოქჰოლმში, შვედეთის წინააღმდეგ შედგება, სამ დღეში ფრანგი სპეციალისტი გუნდს „დინამო არენაზე“ პირველად გაიყვანს და ესპანეთს დაუპირისპირდება, 31-ში კი ჩვენი მეტოქე საბერძნეთი იქნება. სანაკრებო […]