“ახალგაზრდა ფენომენი” – ნაპოლი კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს აკვირდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას გაბრწყინების შემდეგ, “ნაპოლი” კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს აკვირდება. როგორც ირკვევა, იტალიური გრანდის სკაუტები საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებების მარცხენა შემტევს, გიორგი კვერნაძეს აკვირდებიან. “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, რომელიც 2022 წლის ეროვნული ლიგის სეზონში “თელავის” შემადგენლობაში გამოდიოდა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ლიდერის ინტერესების სფეროში მოექცა. უფრო უკეთ რომ გაგაცნოთ, გიორგი კვერნაძე […]
პირველი ინტერვიუ კვერნაძესთან – “არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, ყველაფერს მოედანზე ვაჩვენებ…”
სერია A-ში გადასვლის შემდეგ, “ფროზინონემ” 20 წლის ქართველ ფორვარდთან – გიორგი კვერნაძესთან, პირველი ინტერვიუ ჩაწერა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი კვერნაძე ახალ სეზონში “ფროზინონეს” პირველი ოფიციალური შენაძენია, სწორედ ქართველ ფორვარდთან ჩაიწერა სეზონის პირველი ინტერვიუ. გიორგი, მოგესალმებით “ფროზინონეში” – რას ელოდებით ამ სეზონისგან? „პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი ფროზინონეში. წარმატებული სეზონი იქნება, დარწმუნებული ვარ, როგორც […]
“ინვესტიცია პატარა კვარაში” – იტალიაში ისევ გიორგი კვერნაძეზე საუბრობენ
იტალიური მედია კვლავაც “საბურთალოს” ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის შესახებ საუბრობს და განიხილავს ვერსიას, რომ ის საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდ “ნაპოლის” ინტერესის ქვეშაა. “ნაპოლი არავის ყიდის. მათ გადაწყვიტეს, რომ არავინ გაუშვან. გუნდის იდეა არის ის, რომ შეინარჩუნოს არსებული შემადგენლობა სკუდეტოსთვის ბრძოლის გზაზე სტაბილური სვლის გასაგრძელებლად. სამომავლოდ კი გუნდმა შესაძლოა გაძლიერებაზეც იფიქროს, რა მიმართულებითაც ინვესტიციის სახით კიდევ […]
გიორგი კვერნაძემ ფროზინონეს მაისურით ამხანაგურ მატჩში გაიტანა | VIDEO
იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის სერია A-ში გადასვლის ამბავი მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს. კონკრეტულად, ინფორმაცია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება, მალე დადასტურდება და “დინამო ბათუმის” 20 წლის მარცხენა გარემარბი კარიერას “ფროსინონეში” გააგრძელებს. “აქტიური სკაუტური სამუშაოს შედეგად, ნელ-ნელა “დინამო ბათუმთან” მოლაპარაკების პროცესის დასრულებას და ტრანსფერის დახურვას ვუახლოვდებით. გიორგი კვერნაძე 2003 წელს დაბადებული, წარმოშობით […]
გიორგი კვერნაძე კარიერას ფროზინონეში გააგრძელებს
“დინამო ბათუმის” ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე კარიერას იტალიურ “ფროზინონეში” გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი იტალიურ კლუბს ერთ წლიანი იჯარის წესით შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში კვერნაძის გამოსყიდვის პუნქტიც არის ჩამატებული. “ფროზინონე” იტალიის უმაღლეს ლიგაში 4 წლის შემდეგ დაბრუნდა. გიორგი კვერნაძე მიმდინარე სეზონში “დინამო ბათუმის” ღირსებას იცავდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბათუმურ კლუბში 7 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ფროზინონემ გიორგი კვერნაძის ტრანსფერი დაადასტურა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი, გიორგი კვერნაძე კარიერას ,,ფროზინონეში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს: ,,ფროზინონემ ფოთის ,,კოლხეთთან” გიორგი კვერნაძის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. 2003 წელს დაბადებული თავდამსხმელი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით ჩამოდის,” – წერია კლუბის განცხადებაში. გიორგი კვერნაძეს საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში აქვს ნათამაშები. გასულ სეზონში 20 წლის ფეხბურთელი ,,დინამო ბათუმის” ღირსებას იცავდა […]
Goal.com | კვერნაძე ფროზინონეში – ვინ გადის კვარას გზას?
გიორგი კვერნაძე “ფროზინონეს” ფეხბურთელია – სერია A-ში ახლადაღზევებულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გაოფიციალურების შემდეგ ავტორიტეტული სპორტული ტაბლოიდი Goal.com-ი კვერნაძის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. ყველაფერი, რაც “ფროზინონეს” ახალწვეულის შესახებ უნდა იცოდეთ: კიდევ ერთი ახალგაზრდა აღმოსავლეთ ევროპიდან, რომელიც მზადაა სერია A-ში კვალი დატოვოს. სერია A-ს 2023/24 წლების სეზონში, გიორგი კვერნაძე “ფროზინონეს” მაისურით […]
“დი ფრანჩესკოს ერთ-ერთი მთავარი ძალა იქნება” – იტალიური მედიის გამოხმაურება გიორგი კვერნაძის ტრანსფერზე
მას შემდეგ, რაც კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე სერია A-ს კლუბს შეუერთდა, იტალიური მედია “ფროზინონეს” ტრანსფერს გამოეხმაურა. “გიორგი ჰქვია, საქართველოდანაა და ფონეტიკურად გვახსენდება ფაბერის პასაჟი ჟორდიდან, თუმცა იქ გაცილებით დრამატულად ვითარდებოდა მოვლენები, ვიდრე კვერნაძის შემთხვევაში, რომელსაც დაუნდობელი მეფეები არ ეყოლება და “ფროზინონესთან” ერთად მხოლოდ სერია A-ში დარჩენას შეეცდება. “ფროზინონე” 2023/24 წლების სეზონში იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელების […]
იტალიის სერია A-ს 2023/24 წლების სეზონის პირველი ტურის კალენდარი ცნობილი გახდა. სერია A-ს ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპის მასშტაბით აწ უკვე რეიტინგში მეორე პოზიციაზე დაწინაურებულ ჩემპიონატს ქართველი ფეხბურთელების გუნდების დაპირისპირება გახსნის. კერძოდ, “ფროზინონე”, რომელიც სერია B-ს გამარჯვებული გახდა და რომლისთვისაც სატრანსფერო ფანჯრის პირველივე აქტიურობა გიორგი კვერნაძის დამატება იყო, ქვეყნის ჩემპიონ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” დაუპირისპირდება. […]
2023/24 წლების სეზონი: ნაპოლის ყველა მატჩის კალენდარი სერია A-ში
5 ივნისს, იტალიის სერია A-ს 2023/24 წლების სეზონის კალენდარი გამოქვეყნდა და ცნობილი გახდა, რომ პირველ ტურში, ქართველი ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი კვერნაძის გუნდები, შესაბამისად “ნაპოლი” და “ფროზინონე” ტურნირის გახსნით მატჩს ჩაატარებენ. ამ სტატიაში, მოქმედი ჩემპიონის ყველა მატჩის კალენდარს შემოგთავაზებთ, რომელსაც 22 წლის ქართველი ვარსკვლავის გუნდი მომდევნო სეზონში ჩაატარებს: 1| ფროზინონე – ნაპოლი | 20/08/2023 2| […]
ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე: ,,მისი გაუმჯობესება შეგვიძლია”
,,ფროზინონეს” მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ, გუნდის ქართველ ახალწვეულზე, გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა: – კვერნაძის გარშემო დიდი აჟიოტაჟია. რა დრო დასჭირდება მას, რომ სერია A-ს დონის ფეხბურთელი გახდეს? – როცა სხვა ქვეყნიდან ჩამოდიხარ, ადაპტაციისთვის ცოტა მეტი დრო გჭირდება. საჭიროა, რომ ამ ბიჭის ხასიათი გავიცნოთ. ჯერჯერობით მასთან არ მიმუშავია, მაგრამ, შემიძლია ვთქვა, რომ მისი გაუმჯობესება შეგვიძლია. გიორგი […]