ეროვნული ლიგა: XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნულმა ლიგამ 15 ტურის შემდეგ ორკვირიანი პაუზა აიღო და გზა სანაკრებო ფეხბურთს დაუთმო. 9 ივნისამდე გამართულ ბოლო სათამაშო კვირაში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები შედგა. ხუთივე გამართულ შეხვედრაში სულ მცირე 2 გოლი გავიდა, თანაც, ერთმანეთს ცხრილის პირველ ოთხეულში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. მე-15 ტურის კალენდარი იმგვარად გადანაწილდა, რომ მესამე და მეოთხე პოზიციაზე მყოფი გუნდები ორი ლიდერი “დინამოს” […]
ეროვნული ლიგა: XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტური საკმაოდ უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა, რაც საწყისი შეხვედრიდანვე გამოჩნდა, რომელშიც “თელავმა” და “ლოკომოტივმა” კახეთის ცენტრში ფრე – 2:2 ითამაშეს. მეთერთმეტე სათამაშო კვირაში გუნდები კიდევ ერთ შემთხვევაში დაზავდნენ, როცა გორში, “დილამ” და “სამტრედიამ” შეხვედრა – 1:1 დაასრულეს. ზედიზედ მეორე მატჩში გამარჯვება მოახერხა “საბურთალომ“, რომელმაც საკუთარ კედლებში წყალტუბოს “სამგურალს” ორი უპასუხო გოლი […]
მოლდოვის ნაკრების მცველი – საბურთალომ ორი ლეგიონერი დაიმატა
საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი საბურთალო ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს. გუნდმა კიდევ ორი ახალწვეული დაიმატა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ორივე მათგანი ლეგიონერია. თბილისურ კლუბს ორი მოლდოველი ფეხბურთელი: ცენტრალური მცველი, მოლდოვის ნაკრების 26 წლის მოთამაშე, ვიქტორ მუდრაკი და 23 წლის ნახევარმცველი დმიტრი მანდრიჩენკო შეემატა, რომელსაც ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდშიც უთამაშია. მუდრაკს სხვადასხვა დროს “დაჩიას”, “ალაშკერტისა” და […]
ლიგა 2-ს საუკეთესო ბომბარდირი და ეფექტური მარცხენა მცველი – საბურთალომ ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს 2018 წლის ჩემპიონმა “საბურთალომ” ახალი სეზონისთვის მზადება აქტიურად დაიწყო და გუნდის გაძლიერებას ხელი უკვე მოკიდა. უკვე შედგა პირველი ტრანსფერები, რომლის შესახებაც კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გვაცნობა. ცნობილია, რომ 2021 წლის სეზონიდან “საბურთალოს” ღირსებას ეროვნული ლიგა 2-ს საუკეთესო ბომბარდირი, თომა ტაბატაძე დაიცავს, რომელიც ბოლოს “რუსთავში” ირიცხებოდა და დასრულებულ გათამაშებაში 13 გოლის გატანა მოახერხა. “საბურთალოს” მატება აქვს […]
ეროვნული ლიგა: XVII ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი კულმინაციას უახლოვდება. ამ მომენტისთვის მე-15 და მე-16 ტურების თითო-თითო შეხვედრაა გადადებული, თუმცა მე-17 სათამაშო კვირა უკვე შედგა და 5 დეკემბერს გასამართი მატჩების დასრულებისთანავე, ათივე გუნდს თითო-თითო მატჩი ექნება ჩასატარებელი. მე-17 ტური ყველაზე უხვგოლიანი გამოვიდა და თავი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრითაც დაგვამახსოვრა – გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ერთმანეთს სამეულისთვის მებრძოლი […]
ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატმა თითქმის ერთთვიანი პაუზაა აიღო. ზაფხული პირველ პოზიციაზე “დინამო ბათუმმა” დაასრულა, რომელმაც ბოლო შეხვედრა თბილისში, “მერანს” – 2:1 მოუგო. აჭარელთა ლიდერობაში წვლილი მათმა უშუალო კონკურენტმაც შეიტანა – “დინამო თბილისმა” ქულები კახეთში, “თელავთან” დაკარგა – 0:0. კიდევ ერთი უგოლო ფრე ითამაშა კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა – “ლოკომოტივმა” სამტრედიიდან ქულა წამოიღო. […]
ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში, სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა საჩხერის “ჩიხურამ”, რომელმაც თბილისის “მერანს” – 3:0 აჯობა და ამ უკანასკნელს ერთადერთი მოუგებელი გუნდის სტატუსი გადააბარა. მცირე მოუგებელი სერია დაასრულა “დინამო თბილისმაც”, რომელმაც “სამტრედიას” სტუმრად, 4 უპასუხო გოლი გაუტანა. სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება შეძლო “საბურთალომ” – თბილისურმა კლუბმა ქუთაისში, “ტორპედოს” კარი 4-ჯერ აიღო. ელიგის დებიუტანტი “თელავი” […]
ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შემდეგ, გათამაშებას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, რომლის ცხრილის სათავეში ყოფნაც ცოტა არ იყოს მოულოდნელია. გიორგი ნემსაძის გუნდმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო, ბოლო მათგანში კი, მოედანზე 10 ფეხბურთელით მყოფმა, მოქმედ ჩემპიონ “დინამო თბილისს” “ბორის პაიჭაძეზე” აჯობა -1:2. გორის “დილას” ამ გამარჯვების შემდეგ, მეორე პოზიციაზე ვიცე-ჩემპიონი ამაღლდა. ბათუმის “დინამომ” “ტორპედოსთან” (2:0) მოგებით თავი […]