ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და საამაყო ფაქტი ახალგაზრდა ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის წარმატებაა. 20 წლის ტალანტი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში “დინამო თბილისიდან” ესპანურ “ვალენსიაში” აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდა. მართალია, “რუსთავსა” და “ლოკომოტივში” განათხოვრებული კიპერი “დინამო თბილისიდან” “ღამურების” რიგებში იჯარის წესით სარეზერვო გუნდის კარის დარაჯად გადაბარგდა და […]